მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IATA-ს გენერალურ დირექტორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დაინიშნა
IATA-ს გენერალურ დირექტორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დაინიშნა

IATA-ს გენერალურ დირექტორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დაინიშნა

BM.GE24 ივლისი, 2026, 19:44|bm.ge

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი, საადია ზაჰიდი დაინიშნა. ის ორგანიზაციის ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდება და მოვალეობის შესრულებას 1 ნოემბრიდან შეუდგება.

წარმოშობით პაკისტანელი ეკონომისტი ამ პოსტზე ჩაანაცვლებს ვილი უოლშს, რომელიც საქმიანობას ინდურ ავიაკომპანია IndiGo-ში გააგრძელებს. ახალი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ოფიციალურად დაწყებამდე კი გენერალური დირექტორის მოვალეობას დროებით IATA-ს ფინანსური დირექტორი, სანდრინ ლე ბორნი შეასრულებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჟენევაში ბაზირებულ ორგანიზაციას, რომელსაც ისტორიულად ავიაკომპანიების ყოფილი ხელმძღვანელები ედგნენ სათავეში, საადია ზაჰიდის სახით ინდუსტრიის მიღმა მომუშავე პირი პირველად უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, საავიაციო სექტორი ამჟამად გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს ებრძვის, რასაც ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო ნავთობის ფასის $100-ს ზემოთ გაზრდაც ამძიმებს. ახალი ხელმძღვანელის წინაშე მნიშვნელოვან ამოცანად ფრენებისას გამოყოფილი ემისიების შემცირება და 2050 წლისთვის CO2-ის მაჩვენებლის ნულოვან ნიშნულამდე დაწევა დარჩება.

ცნობისთვის, ჟენევაში ბაზირებული IATA გლობალური საავიაციო სექტორის წამყვანი გაერთიანებაა და ის მსოფლიოს 300-ზე მეტ ავიაკომპანიას აერთიანებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცხოვრების ღირებულების ინდექსით, თბილისი 421-ე, ბათუმი კი 479-ე ადგილზეა

ცხოვრების ღირებულების ინდექსით, თბილისი 421-ე, ბათუმი კი 479-ე ადგილზეა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

საქართველოში 1.77 მლნ მ²-ის სასაწყობე ფართია - როგორია მ²-ის საწყობის საშუალო ქირის ფასი?

საქართველოში 1.77 მლნ მ²-ის სასაწყობე ფართია - როგორია მ²-ის საწყობის საშუალო ქირის ფასი?

BM.GE

Oracle-მა პენტაგონთან $7-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Oracle-მა პენტაგონთან $7-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE