მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IBM-ის აქციები ერთ დღეში 25%-ით დაეცა - რა არის მიზეზი?
IBM-ის აქციები ერთ დღეში 25%-ით დაეცა - რა არის მიზეზი?

IBM-ის აქციები ერთ დღეში 25%-ით დაეცა - რა არის მიზეზი?

BM.GE15 ივლისი, 2026, 16:59|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, IBM-ის აქციების ფასი სამშაბათს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად, 25%-ზე მეტით შემცირდა.

მკვეთრი ვარდნა კომპანიის მიერ მეორე კვარტალის ფინანსური მაჩვენებლების წინასწარ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომლებმაც უოლ-სტრიტის მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა ნეგატიური კუთხით. არსებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში IBM-ის შემოსავალმა $17.2 მილიარდი შეადგინა, რაც წინა პროგნოზებს ჩამორჩება, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე $2.93-ს მიაღწია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ანალიტიკოსები კომპანიისაგან $17.86 მილიარდის შემოსავალსა და $3.02-ის მოცულობის მოგებას პროგნოზირებდნენ.

საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, ფინანსური მაჩვენებლების გაუარესება მომხმარებელთა მხრიდან პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების შესყიდვების შემცირებამ გამოიწვია. პარალელურად, კლიენტებმა ფინანსური რესურსები ხელოვნური ინტელექტის სერვერებისა და მეხსიერების ბარათების შესყიდვისაკენ მიმართეს, რაც IBM-ის გაყიდვებს ამცირებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, არვინდ კრიშნას განმარტებით, IBM-ი მეინფრეიმების მიმართულებით შემოსავლების მცირედით შემცირებას ელოდა, თუმცა რეალური კლება პროგნოზირებულზე გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა.

ასეთი ნეგატიური შედეგების გამოქვეყნების გამო, დღეს IBM-მა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური შედეგი აჩვენა და მისი კაპიტალიზაცია $204 მილიარდამდე შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიზეზი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდატვ პირველი
  • რუსეთი ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზს განმარტავსნეტგაზეთი
  • POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისადმი წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწიაიმედი
  • ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყოფორმულა
მიზეზი →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტზე შეზღუდვა ერთი თვით გაახანგრძლივა

BM.GE

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

BM.GE

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

BM.GE