მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IBM-მა მსოფლიოში პირველი 1 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპი შექმნა
IBM-მა მსოფლიოში პირველი 1 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპი შექმნა

IBM-მა მსოფლიოში პირველი 1 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპი შექმნა

BM.GE26 ივნისი, 2026, 01:00|bm.ge

ამერიკულმა კომპანია IBM-მა ნახევარგამტარების ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური მიღწევის შესახებ გამოაცხადა და მსოფლიოში პირველი 1 ნანომეტრზე მცირე ზომის ჩიპის არქიტექტურა წარადგინა, რომელიც 0.7-ნანომეტრიან ტრანზისტორებზე მუშაობს.

ახალი ტექნოლოგია ფრჩხილის ხელა ფართობზე თითქმის 100 მილიარდი ტრანზისტორის განთავსების შესაძლებლობას იძლევა, რაც ორჯერ აღემატება IBM-ის მიერ 2021 წელს პრეზენტებული 2-ნანომეტრიანი ჩიპის სიმკვრივეს. უახლესი პროცესორი მიზნად ისახავს გამოთვლითი სიმძლავრის მკვეთრ ზრდას ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა და მომავალი თაობის ელექტრონული მოწყობილობები.

როგორც ირკვევა, ამ მასშტაბის მიღწევა შესაძლებელი გახდა რევოლუციური, სამგანზომილებიანი სტრუქტურის, სახელწოდებით Nanostack-ის საშუალებით, რაც ინდუსტრიაში ნანოფირებზე ბაზირებულ პირველ 3D დიზაინს წარმოადგენს. ტექნოლოგია ტრანზისტორების ვერტიკალურად განთავსებასა და თითოეულ ფენაში სხვადასხვა მასალის კომბინირების საშუალებას იძლევა, რაც დამოუკიდებლად ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

სამეცნიერო ანგარიშების მიხედვით, ახალი ჩიპი 50%-ით მაღალ სიმძლავრეს და 70%-ით მეტ ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს, ვიდრე არსებული 2-ნანომეტრიანი ანალოგები.

რაც შეეხება ბაზარზე გამოჩენის ვადებს, IBM-ის ნახევარგამტარების განვითარების გეგმა ახალი არქიტექტურის ბაზაზე ინდუსტრიის მინიმუმ ათწლიან პროგრესს ითვალისწინებს. ექსპერტების შეფასებით, 1 ნანომეტრზე მცირე კლასის ჩიპების მასობრივი წარმოების დაწყება და ბაზარზე მათი პირველი კომერციული გამოჩენა უახლოესი 5 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

JPMorgan-ის თანაპრეზიდენტებად დაგი პეტნო და ტროი რორბაუ დაინიშნენ

JPMorgan-ის თანაპრეზიდენტებად დაგი პეტნო და ტროი რორბაუ დაინიშნენ

BM.GE

Meta-მ $299-იანი ახალი თაობის ჭკვიანი სათვალე წარადგინა

Meta-მ $299-იანი ახალი თაობის ჭკვიანი სათვალე წარადგინა

BM.GE

5 თვეში ცხოველთა საკვების ექსპორტით ქვეყანამ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

5 თვეში ცხოველთა საკვების ექსპორტით ქვეყანამ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE

Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის ფასები გაზარდა

Apple-მა MacBook-ისა და iPad-ის ფასები გაზარდა

BM.GE