მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა|როგორია სექტორული განაწილება?
II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა|როგორია სექტორული განაწილება?

II კვარტალში ბიზნესის ბრუნვა ₾67.5 მილიარდამდე გაიზარდა|როგორია სექტორული განაწილება?

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 15:35|bm.ge

საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების თანახმად, 2026 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 36.5%, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) 32.4%-იანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა — 8.1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.8%-იანი წილით, მშენებლობა — 4.8%-იანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4%-იანი წილით, ხოლო 10% დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც და მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7%-ით მეტია.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.8% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 11.6% — საშუალოზე, 18.6% კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 48.6%, საშუალოზე — 23.6%, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.8%.

პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (20.5%), ვაჭრობა (18%), მშენებლობა (14.4%), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.8%) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.9%) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 28.4%-იანი წილი ეჭირა.

2026 წლის II კვარტალში, საწარმოებმა სულ 32.5 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტი) საქონელი და მომსახურება იყიდეს, ხოლო მათ შორის გადასაყიდად განკუთვნილი საქონელი და მომსახურება 19.4 მილიარდი ლარის (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.3%-ით მეტი) იყო.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვასა (79.4%) და პროდუქციის მთლიან გამოშვებაში (63.6%) თბილისი ლიდერობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

BM.GE

ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJ

ტრამპი ირანთან ომის დასრულებულად გამოცხადებას განიხილავს - WSJ

BM.GE

ახალი საკოლექციო მისამართი გონიოში ალიანს ჯგუფისგან - Gonio Riviera Estates

ახალი საკოლექციო მისამართი გონიოში ალიანს ჯგუფისგან - Gonio Riviera Estates

BM.GE