მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო | კლება 4%-ია
II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო | კლება 4%-ია

II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო | კლება 4%-ია

BM.GE20 ივლისი, 2026, 15:30|bm.ge

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 195 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3% და 65%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა შემოსავალი (მლნ აშშ დოლარი) დანარჩენი ქვეყნები 267.2 ევროკავშირი 194.9 რუსეთი 182.8 თურქეთი 134.9 ისრაელი 123.8 აზერბაიჯანი 59.5 უკრაინა 53.7 სომხეთი 39.9 ბელარუსი 23.4 საუდის არაბეთი 11.5 ირანი 10.2

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE