მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში საქართველოში ბიზნესი 828 354 ადამიანს ასაქმებდა|დარგობრივი სტრუქტურა
II კვარტალში საქართველოში ბიზნესი 828 354 ადამიანს ასაქმებდა|დარგობრივი სტრუქტურა

II კვარტალში საქართველოში ბიზნესი 828 354 ადამიანს ასაქმებდა|დარგობრივი სტრუქტურა

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 16:30|bm.ge

2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 828 354 ადამიანი იყო, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტია.

საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8% პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2% - კაცი.

ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7% — საშუალოზე, ხოლო 37.7% — მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 768.6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტი).

რაც შეეხება სექტორულ განაწილებას, რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.

2026 წლის II კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 471.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 153.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 944.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 161.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 622.8 ლარი;⦁ საშუალო ბიზნესი – 2 918.9 ლარი;⦁ მცირე ბიზნესი – 1 972.3 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

"ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზი

BM.GE

"რას დაგვპირდნენ და რა შეასრულეს?!" - სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმის შედეგებზე

"რას დაგვპირდნენ და რა შეასრულეს?!" - სიმონ ჯანაშია განათლების რეფორმის შედეგებზე

BM.GE

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 471.5 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

BM.GE

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

Sberbank-მა მოგების რეკორდული პროგნოზი წარადგინა

BM.GE