მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე
ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 16:00|bm.ge

UFC-ის ჩემპიონი დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.

16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.

რაზე საუბრობს ილია თოფურია

ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა. თოფურია ჰყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ჰყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.

დაბრუნება და შემდეგი ბრძოლა. საბოლოო სამედიცინო გამოკვლევები იანვარში ექნება, რის შემდეგაც სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება. მისი მიზანი გეიჯისთან რევანშია.

ალექსანდრე თოფურია. ილია აფასებს ძმის კარიერას, მის როლს საკუთარ კუთხეში და აცხადებს, რომ დოჰაში გასამართი ბრძოლის შემდეგ სანდრო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქართველო და ესპანეთი. თოფურიამ ბოლო თვე საქართველოში გაატარა და აცხადებს, რომ ბევრად უფრო ხშირად დაბრუნდება, მათ შორის საქართველოში სპორტული დარბაზის გასახსნელად. საუბრობს ორ სამშობლოზე, ესპანეთის მიმართ მადლიერებასა და ამერიკაში ცხოვრებაზე.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube-ზე.

იხილეთ არხის ბმული: La Gazzetta dello sport Georgia

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

ტრამპი და პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ

BM.GE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE