მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკი აშშ-ის არჩევნებზე $0.5 მილიარდის დახარჯვას "სულელურ“ გადაწყვეტილება უწოდებს
ილონ მასკი აშშ-ის არჩევნებზე $0.5 მილიარდის დახარჯვას "სულელურ“ გადაწყვეტილება უწოდებს

ილონ მასკი აშშ-ის არჩევნებზე $0.5 მილიარდის დახარჯვას "სულელურ“ გადაწყვეტილება უწოდებს

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 21:10|bm.ge

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე რეკორდული თანხის - $446 მილიონის დახარჯვას „საკმაოდ სულელური“ გადაწყვეტილება უწოდა. New York Times-ის DealBook-ის სამიტზე ვირტუალური გამოსვლისას მასკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელების კამპანიაზე დახარჯული თანხის მიუხედავად ბევრი ვერაფერი მიიღო.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე კანდიდატები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო უარეს შედეგს აჩვენებდნენ. ამასთან, მასკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მოძრაობას გაემიჯნა და განაცხადა, რომ „MAGA-ს წევრი არ არის“. მისი განმარტებით, თუ ეს მოძრაობა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკისადმი ბრმა ერთგულებას ნიშნავს, მას ასეთი მიდგომა არ ახასიათებს.

ინფორმაციისთვის, $446 მილიონით მასკი ამ საარჩევნო ციკლის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური დონორი გახდა. თუმცა მისი გაღებული თანხების მიუხედავად დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მაინც მოიპოვეს. BBC-ის ანალიზის თანახმად, ბიზნესმენმა სულ მცირე $45 მილიონი ტეხასის შტატში სენატორობის რესპუბლიკელი კანდიდატის, კენ პაქსტონის მხარდასაჭერად მიმართა. საბოლოოდ კი პაქსტონი დემოკრატ ჯეიმს ტალარიკოსთან დამარცხდა.

ამავე შტატში, სადაც Tesla-სა და SpaceX-ის საკვანძო ობიექტები მდებარეობს, გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატმა ჯინა ჰინოხოსამ რესპუბლიკელი გრეგ ებოტი დაამარცხა და პარტიის ოცდაათწლიან მმართველობას წერტილი დაუსვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფის წინადადება დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფის წინადადება დაამტკიცა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

BM.GE

"საქართველო შუა დერეფანში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა" - BSEC

"საქართველო შუა დერეფანში განსაკუთრებულად ხელსაყრელ პოზიციაზეა" - BSEC

BM.GE