მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფის წინადადება დაამტკიცა
ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფის წინადადება დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფის წინადადება დაამტკიცა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 21:18|bm.ge

ევროკომისიამ დაამტკიცა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც 2027 წელს უკრაინისთვის €45 მილიარდამდე ($49.5 მლრდ.) დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

კომისიის განცხადებით, ეს სახსრები მომავალ წელს ქვეყნის €70-მილიარდიანი საფინანსო დეფიციტის შესავსებად იქნება განკუთვნილი, თუმცა საყურადღებოა, რომ ინიციატივა ჯერ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 2026 წლისთვის უკრაინის საჭიროებები დაფარულია, კომისია კი ამჟამად 2027 წლის საჭიროებების ორი მესამედის დასაფარად დამატებით €45 მილიარდის გამოყოფაზე მუშაობს.

მისივე თქმით, ევროპა უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერასა და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, რათა კიევს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმაროს.

ინფორმაციისთვის, დაგეგმილი დაფინანსება ორ კომპონენტად დაიყოფა: სამხედრო დახმარებისთვის €25 მილიარდამდე გამოიყოფა, ზოგადი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის კი - €20 მილიარდამდე. ევროკომისიის განმარტებით, საბიუჯეტო დახმარების მიღება უკრაინის მიერ რეფორმების გატარებაზე იქნება დამოკიდებული. საუბარია კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციულ სფეროებში გასატარებელ ნაბიჯებზე, რომლებიც ფუნდამენტური კლასტერის შუალედური ორიენტირების შესრულებას უკავშირდება.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ევროკავშირი ამ თანხას კაპიტალის ბაზრებზე სესხების აღებით მოიზიდავს. ამას გარდა, მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მოქმედ რეგულაციაში შევა ცვლილებები, რომლებიც ახალი სესხის ევროკავშირის ბიუჯეტით გარანტირებას უზრუნველყოფს. უკრაინას კი სესხის ძირითადი თანხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთისგან რეპარაციებს მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 166 სტატია.

  • პუტინმა, ტრამპმა და სი ძინფინმა უკრაინის ომზე, ბირთვულ განიარაღებასა და რეგიონულ კონფლიქტებზე იმსჯელესფორმულა
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
  • აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისთვის „პატრიოტის“ 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვანეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს | მაშველები კიდევ 2 მცირეწლოვანს ეძებენ

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს | მაშველები კიდევ 2 მცირეწლოვანს ეძებენ

BM.GE

ილონ მასკი აშშ-ის არჩევნებზე $0.5 მილიარდის დახარჯვას "სულელურ“ გადაწყვეტილება უწოდებს

ილონ მასკი აშშ-ის არჩევნებზე $0.5 მილიარდის დახარჯვას "სულელურ“ გადაწყვეტილება უწოდებს

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან, სასტუმროებში 28 ოჯახს გადაიყვანენ|თბილისის მერი

BM.GE