მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკმა ჯენსენ ჰუანგს შეუცვლელი უწოდა
ილონ მასკმა ჯენსენ ჰუანგს შეუცვლელი უწოდა

ილონ მასკმა ჯენსენ ჰუანგს შეუცვლელი უწოდა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 04:05|bm.ge

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, The New York Times-ის სამიტზე Nvidia-დან ჯენსენ ჰუანგის წასვლა მკაცრად გააკრიტიკა და ამ ქმედებას დირექტორთა საბჭოს მიერ დაშვებული კოლოსალური შეცდომა უწოდა.

პლანეტის უმდიდრესმა მეწარმემ Nvidia-ს საბჭოს ეს გადაწყვეტილება საკალათბურთო გუნდიდან მაიკლ ჯორდანის გაშვებას შეადარა და აღნიშნა, რომ ჰუანგის რეალურად ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს.

ამ პოზიციის გასამყარებლად მასკმა ისიც თქვა, რომ ჰუანგი არა უბრალოდ CEO, არამედ ინოვატორია, რომელიც 10-15 წლით ადრე ხედავს ტექნოლოგიური სამყაროს განვითარების მომავალს - ეს კი ის მთავარი უნარია, რომელმაც Nvidia მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიად გარდაქმნა.

მასკმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ჯენსენ ჰუანგი მოისურვებს, მისთვის SpaceX-ის კარები ყოველთვის ღია იქნება და ის მას Terafab-ის ხელმძღვანელის პოზიციასა და მეწილეობას სიამოვნებით შესთავაზებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა

BM.GE

სავაჭრო დავის ფონზე, ინდოეთმა ჩამოსასხმელ შოტლანდიურ ვისკიზე 162.5%-იანი გადასახადი დააწესა

სავაჭრო დავის ფონზე, ინდოეთმა ჩამოსასხმელ შოტლანდიურ ვისკიზე 162.5%-იანი გადასახადი დააწესა

BM.GE

სამხრეთ კორეა გახდა მე-4 ქვეყანა, რომლის წლიურმა ექსპორტმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა

სამხრეთ კორეა გახდა მე-4 ქვეყანა, რომლის წლიურმა ექსპორტმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა

BM.GE

ტეხასმა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ნებართვების განხილვა განაახლა

ტეხასმა მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ნებართვების განხილვა განაახლა

BM.GE