მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო
ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო

ილონ მასკმა OpenAI-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო

BM.GE20 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბიზნესმენ ილონ მასკის სარჩელი ორგანიზაცია OpenAI-ისა და მისი ხელმძღვანელის, სემ ოლტმენის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

როგორც ირკვევა, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. მათი შეფასებით, მოსარჩელემ სამართლებრივი დავა კანონით განსაზღვრულ ვადაზე გვიან დაიწყო, შესაბამისად, მისი დავის თემა უკვე ხანდაზმული იყო. შეგახსენებთ, მასკი ყოფილ პარტნიორებს OpenAI-ს საქველმოქმედო დანიშნულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დარღვევასა და უკანონოდ გამდიდრებაში ადანაშაულებდა.

უფრო ვრცლად რომ ავხსნათ, დავა შეეხებოდა OpenAI-ის თავდაპირველ მისიას. მასკის განცხადებით, მან კომპანიის განვითარებისთვის ადრეულ ეტაპზე $38 მილიონი იმ პირობით გაიღო, რომ სტარტაპი კომერციულ დანიშნულებას არასდროს შეიძენდა. თუმცა, მისი მტკიცებით, ოლტმენმა ბიზნესმენი მოატყუა. მან ორგანიზაციის საწყისი იდეა უარყო და არაკომერციული სტრუქტურა მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად გადააკეთა. სემ ოლტმენის განცხადებით კი, მილიარდერი თავად სრული კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. მისივე თქმით, მასკი კომპანიის მართვის საკუთარი შვილებისთვის გადაცემასაც კი გეგმავდა, რითაც თავად აპირებდა თავდაპირველი გარიგების დარღვევას.

სასამართლო პროცესი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქმის განხილვისას ნაფიცმა მსაჯულებმა შიდა მიმოწერები შეისწავლეს და ტექნოლოგიური სექტორის ლიდერების ჩვენებები მოისმინეს. მოწმეთა შორის იყო Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელაც. მასკი დასახელებულ კორპორაციას OpenAI-ის კომერციულ სტრუქტურად გარდაქმნაში დახმარებაში ადანაშაულებდა. სასამართლომ Microsoft-ის წინააღმდეგ არსებული ყველა პრეტენზია უარყო.

ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას OpenAI-ის წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების გამარჯვება უწოდეს. მათი შეფასებით, ეს სარჩელი მხოლოდ კონკურენტის შეფერხების მცდელობა იყო. როგორც ცნობილია, თავად მასკის კომპანია xAI ხელოვნური ინტელექტის ალტერნატიულ პროექტ "Grok"-ს ავითარებს.

წაგების შემდეგ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში სასამართლოს ვერდიქტი მკაცრად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მსაჯულებს საქმის არსებითი მხარე არ განუხილავთ. მასკის ადვოკატები მიღებული ვერდიქტის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. სამართალმცოდნეების შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა მიერ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ზემდგომ ინსტანციებში შეცვლის შანსი ძალზედ მცირეა.

ცნობისთვის, ილონ მასკმა და სემ ოლტმენმა ორგანიზაცია OpenAI 2015 წელს დააფუძნეს. კონტროლის მოპოვებაზე პარტნიორებისგან უარის მიღების შემდეგ, ბიზნესმენმა კომპანია 2018 წელს დატოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვსფორმულა
  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პარტიების აკრძალვის სარჩელზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს - მაია მწარიაშვილიტვ პირველი
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE