მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იმავე მიზნების მიღწევა არსებული ინსტიტუტების გაძლიერებით ხომ არ შეიძლება?" - თამარ სიხარულიძე გასტრონომიის სსიპ-ის შექმნაზე
"იმავე მიზნების მიღწევა არსებული ინსტიტუტების გაძლიერებით ხომ არ შეიძლება?" - თამარ სიხარულიძე გასტრონომიის სსიპ-ის შექმნაზე

"იმავე მიზნების მიღწევა არსებული ინსტიტუტების გაძლიერებით ხომ არ შეიძლება?" - თამარ სიხარულიძე გასტრონომიის სსიპ-ის შექმნაზე

BM.GE19 ივნისი, 2026, 15:58|bm.ge

"გასტრონომიის განვითარება საჭიროებს არა მხოლოდ ახალი სტრუქტურების შექმნას, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას" - ასე აფასებს გასტრონომიული კულტურის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თამარ სიხარულიძე BM.GE-სთან მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გასტრონომიის სააგენტო (სსიპ) შეიქმნება და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღებამდე დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ შემდგარა.

თამარ სიხარულიძის განმარტებით, ახალი უწყების შექმნის საჭიროების შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მისი კონკრეტული ამოცანები და მიზნები გასაჯაროვდება.

"ზოგადად, გასტრონომიის განვითარება ნამდვილად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მას აქვს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა და შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ტურიზმის განვითარებაში. თუმცა, ახალი სსიპ-ის შექმნის აუცილებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება შეფასდეს, როდესაც ცნობილი იქნება მისი კონკრეტული მიზნები, ფუნქციები და ის, თუ რა შედეგის მიღწევას გეგმავს", - ამბობს ის BM.GE-სთან.

ამასთანავე, ასოციაციის დამფუძნებელი კითხვას არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენების თაობაზე სვამს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სექტორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

"ბუნებრივია, ჩნდება კითხვაც, ხომ არ შეიძლება იგივე მიზნების მიღწევა უკვე არსებული ინსტიტუტების გაძლიერებითა და სექტორთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდეს პროფესიული საზოგადოების, შეფმზარეულების, რესტორნების, ტურიზმის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა", - ამბობს ის.

თამარ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება საკმარისი არ არის და აუცილებელია კომპლექსური მიდგომა.

"გასტრონომიის განვითარება საჭიროებს არა მხოლოდ ახალი სტრუქტურების შექმნას, არამედ გრძელვადიან სტრატეგიას, პროფესიული სექტორის ჩართულობას და მკაფიო ხედვას, თუ როგორ უნდა იქცეს ქართული გასტრონომია ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად", - განაცხადა თამარ სიხარულიძემ.

დადგენილება, რომლის თანახმადაც "გასტრონომიის სააგენტო" შეიქმნება, 18 ივნისითაა დათარიღებული და ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

რა მიზანს ემსახურება გასტრონომიის სსიპ-ის შექმნა? - სამინისტროს განმარტება

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტექნოლოგიური სინთეზი „EV EXPO 2026“-ზე: კლასიკური მოდელების რეტროფიტი და ახალი ელექტრო როდსტერები

ტექნოლოგიური სინთეზი „EV EXPO 2026“-ზე: კლასიკური მოდელების რეტროფიტი და ახალი ელექტრო როდსტერები

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და [ფასის კლება] ეტაპობრივად აისახება|Connect

უახლოეს პერიოდში ახალი კონტრაქტები გაფორმდება და [ფასის კლება] ეტაპობრივად აისახება|Connect

BM.GE

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

BM.GE