მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10
ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, ავტომობილები - საქართველოს იმპორტის ტოპ-10

BM.GE19 ივნისი, 2026, 16:45|bm.ge

2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთიდან სულ 7.33 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. საქსტატის თანახმად, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს იმპორტში პირველ პოზიციას მსუბუქი ავტომობილები იკავებდა, რომლის იმპორტიც წლიურად 20%-ით არის შემცირებული და 1.25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული კლება თავის მხრივ ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ განაპირობა, რადგან იანვარ-მაისში საქართველოდან სულ 735 მილიონი დოლარის ღირებულების ავტოექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 25%-ით არის შემცირებული.

იმპორტში მეორე პოზიციას ნავთობპროდუქტები იკავებს 636 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 28%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა მედიკამენტები 296 მილიონი დოლარით, ამ მხრივ მატება 8%-ს შეადგენს. იმპორტში მეოთხე პოზიციაზეა ბუნებრივი აირი 274 მილიონი დოლარით (ზრდა 18%), ხოლო მეხუთე პოზიციას კი ნედლი ნავთობი იკავებს 161 მილიონი დოლარით. ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ნედლი ნავთობის იმპორტი წლიურად 76,231%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყნის პირველი მსხვილმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან არის დაკავშირებული.

2026 წლის იანვარ-მაისის იმპორტის სტატისტიკა:

# საქონელი იმპორტი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $1,251 მილიონი დოლარი; -20% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $636 მილიონი დოლარი; 28% 3 სამკურნალო საშუალებები $296 მილიონი დოლარი; 8% 4 ბუნებრივი აირი $274 მილიონი დოლარი; 18% 5 ნედლი ნავთობი $161 მილიონი დოლარი; 76231% 6 მობილური ტელეფონები $119 მილიონი დოლარი; 3% 7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $108 მილიონი დოლარი; 348% 8 ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები $65 მილიონი დოლარი; 38% 9 დიოდები, ტრანზისტორები, ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები და მზის პანელები $61 მილიონი დოლარი; 373% 10 სატვირთო ავტომობილები $61 მილიონი დოლარი; -20% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $4,300 მილიონი დოლარი; -7%

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი

საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი

BM.GE

ომის დაწყების შემდეგ, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი 51,397%-ით გაიზარდა

ომის დაწყების შემდეგ, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი 51,397%-ით გაიზარდა

BM.GE

როგორ ცვლის ელიტ ინფრასტრუქტურა საინჟინრო სტანდარტებს საქართველოში

როგორ ცვლის ელიტ ინფრასტრუქტურა საინჟინრო სტანდარტებს საქართველოში

BM.GE

თბილისის მერია პროგრამის "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის" ამოქმედებას გეგმავს|რას ითვალისწინებს?

თბილისის მერია პროგრამის "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის" ამოქმედებას გეგმავს|რას ითვალისწინებს?

BM.GE