
მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში შემცირებაა|საქსტატი
საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 9% იყო. დარგების მიხედვით თითქმის ყველა სექტორში ფიქსირდება მატება, თუმცა ორ სექტორში - მშენებლობის და სოფლის მეურნეობის დარგებში შემცირებაა.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის ზომამ შეადგინა 1.4 მილიარდი ლარი მიმდინარე ფასებში, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 2%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების - გზების და გვირაბების მშენებლობის დასრულებასა და მათ ექსპლოატაციაში შესვლასთან.
სოფლის მეურნეობის სექტორის ზომა კი პირველ კვარტალში 978 მილიონი ლარი იყო, წლიურ ჭრილში აღნიშნულ სექტორში 3.3%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სექტორები ზრდის ტემპის მიხედვით ასე ნაწილდება:
სექტორი სექტორის მოცულობა მიმდინარე ფასებში სექტორის ზრდა ინფორმაცია და კომუნიკაცია 2255 მილიონი ლარი; 36.0% ტრანსპორტი და დასაწყობება 1333 მილიონი ლარი; 18.0% წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 214 მილიონი ლარი; 17.4% ხელოვნება, გართობა და დასვენება 951 მილიონი ლარი; 14.5% ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 978 მილიონი ლარი; 12.6% განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 744 მილიონი ლარი; 12.4% საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 1287 მილიონი ლარი; მილიონი ლარი; 11.7% სამთომოპოვებითი მრეწველობა 284 მილიონი ლარი; 10.4% პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 543 მილიონი ლარი; 9.4% სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 1566 მილიონი ლარი; 7.4% შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 29 მილიონი ლარი; 6.9% ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 247 მილიონი ლარი; 6.6% ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 525 მილიონი ლარი; 6.5% საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 2869 მილიონი ლარი; 5.5% სხვა სახის მომსახურება 162 მილიონი ლარი; 3.5% უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 2184 მილიონი ლარი; 3.1% განათლება 1422 მილიონი ლარი; 0.7% დამმუშავებელი მრეწველობა 1790 მილიონი ლარი; 0.3% მშენებლობა 1387 მილიონი ლარი; -2.0% სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 978 მილიონი ლარი. -3.3%