მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

ირაკლი კობახიძის ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო

BM.GE19 ივნისი, 2026, 14:19|bm.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

როგორია ეკონომიკური კავშირები ტაჯიკეთთან, სადაც ავტომობილების რეექსპორტი 400%-ზე მეტად გაიზარდა

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან

დღეს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან

BM.GE

ირაკლი კირცხალია განმარტავს, რატომ გადაწყვიტეს სიჩქარის გადაჭარბებაზე 1 მაისს გამკაცრებული ჯარიმების შემცირება

ირაკლი კირცხალია განმარტავს, რატომ გადაწყვიტეს სიჩქარის გადაჭარბებაზე 1 მაისს გამკაცრებული ჯარიმების შემცირება

BM.GE

საქართველოს მოსახლეობის 71% კვლავ ემხრობა EU-ში გაწევრიანებას - კვლევა

საქართველოს მოსახლეობის 71% კვლავ ემხრობა EU-ში გაწევრიანებას - კვლევა

BM.GE

ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ამცირებს

ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ამცირებს

BM.GE