მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "იმედი გვაქვს, 2027 წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული" - რა გამოწვევებს ქმნის DRG-ს მოდელი?
"იმედი გვაქვს, 2027 წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული" - რა გამოწვევებს ქმნის DRG-ს მოდელი?

"იმედი გვაქვს, 2027 წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული" - რა გამოწვევებს ქმნის DRG-ს მოდელი?

BM.GE2 აგვისტო, 2026, 18:18|bm.ge

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკების დაფინანსების არსებული მოდელი [DRG] დღემდე გამოწვევად რჩება რეანიმაციული და კრიტიკული მოვლის მიმართულებებით. ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც DRG სისტემის ფარგლებში ტარიფების ყოველწლიურ, რეგულარულ გადახედვას უზრუნველყოფდა.

მაია მახარაშვილის თქმით, სისტემის ყველაზე კრიტიკული ნაწილი რეანიმაციული მიმართულებაა, რომელიც მაღალხარჯიანია და სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მულტიპროფილური დიდი კლინიკები, რომლებიც სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მძიმე პაციენტების ნაკადს იღებენ, არათანაბარ პირობებში არიან. მისი განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კლინიკებისთვის სპეციალური კოეფიციენტები ან დამატებითი ფონდები უნდა არსებობდეს, რაც საქართველოში ამ დრომდე არ არის დანერგილი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრები იმართება, ასოციაცია უფრო ქმედით და "სამუშაო რეჟიმში" გადასვლას ითხოვს. არსებობს მოლოდინი, რომ 2027 წლის ბიუჯეტში სექტორის მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც იქნება გათვალისწინებული

„DRG სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და კრიტიკული ნაწილი რეანიმაციული მიმართულებაა, რადგან დაფინანსების მოდელის სისტემური გადახედვა არ ხდება. ამაზე ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის ასოციაციას სამინისტროსთან, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ არის გადადგმული. ძალიან დიდი იმედი გვაქვს სამინისტროსთან ბოლო შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტში იქნება ფინანსები გათვალისწინებული, თუმცა ამის წინაპირობა მაინც არის აქტიური მუშაობა თვითონ კონცეფციაზე, რადგან აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, ტარიფი უნდა გაიზარდოს თუ არ გაიზარდოს, აქ გადასაწყვეტია რეანიმაციული საწოლების რაოდენობის და საჭიროების საკითხი, გადასაწყვეტია მულტიპროფილური დიდი კლინიკების საკითხი, იმიტომ რომ როგორც წესი ასეთ კლინიკებზე მოდის მთელი დატვირთვა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ აისახება რაიმე ფორმით ანაზღაურების ტარიფში.

საერთაშორისო გამოცდილებაა, რომ სელექციურობის პრინციპით მრავალპროფილურ ისეთ კლინიკებში, სადაც კრიტიკულად მძიმე პაციენტების გადაყვანა ხდება სხვა კლინიკებიდან და არა მხოლოდ გარედან შეყვანა, როგორც წესი ან სხვა კოეფიციენტი აქვთ, ან დამატებითი ფონდები არსებობს იმისთვის, რომ ამ კლინიკებს შესაძლებლობა მიეცეთ ხარისხიანად მოემსახურონ პაციენტს. ეს ნაწილი ძალიან კრიტიკულია და ძალიან მნიშვნელოვანი.

რამდენიც არ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი, უნდა იქნეს მკაფიოდ განსაზღვრული, ჩამოყალიბებული კონცეფცია, როგორ მოუაროს ქვეყანამ კრიტიკული მოვლის ნაწილს. კრიტიკულ მოვლაში იგულისხმება მძიმე პაციენტების მოვლა, რომელიც მაღალხარჯიანია. როგორც წესი ეს არ არის მხოლოდ რეანიმაცია, კომბინაციაა რაღაცა რთული ჩარევების, რომელიც ასევე ძალიან ძვირად ღირებულია და ყველა ქვეყანაში უკლებლივ, სადაც DRG დაფინანსების სისტემა მუშაობს და ასეთი ძალიან ბევრი ქვეყანაა, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, მაგრამ არსებობს მექანიზმი, რომელიც DRG-ს გარეთ კიდევ რაღაც სხვა ტიპის დაფინანსებას გულისხმობს ასეთი მოვლისთვის”,-აცხადებს მაია მახარაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

BM.GE

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი, რომლის სამინისტროც სექტემბრიდან უქმდება - დეკლარაცია

რა ქონებას ფლობს კახა გულედანი, რომლის სამინისტროც სექტემბრიდან უქმდება - დეკლარაცია

BM.GE

კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

კობახიძე განმარტავს, რა დათქმით იქნება უფასო სწავლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში

BM.GE

ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - კობახიძე აშშ-ზე

ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ მოლოდინს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა - კობახიძე აშშ-ზე

BM.GE