მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი
Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 22:00|bm.ge

„დღეს, ჩვენ შევხვდით Changi Airports International-ის მმართველ გუნდს, მათ უკვე ფორმალურად გამოხატეს ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, Changi Airports International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, რომ კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის მიერ მომდევნო პერიოდში გამოცხადებულ ტენდერში.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ააშენოს ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 20 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. ვაზიანის აეროპორტს ექნება ძალიან დიდი და დადებითი გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ტრანსპორტის სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ 2031 წლის ბოლოსთვის აეროპორტი სრულ ოპერირებაში გაეშვას. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი საერთაშორისო ცნობადი ბრენდების მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებისა და ინვესტირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ მზარდია ჩვენი ქვეყნის ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორი, რაც ასევე გლობალურ მოთამაშეებს, გლობალურ ინვესტორებსა და აეროპორტების ოპერატორებს უქმნის ძალიან დიდ ინტერესს ვაზიანის აეროპორტში ინვესტირებისა და ოპერირების თაობაზე,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, Changi Airports International სინგაპურის აეროპორტების ოპერატორია. კომპანიის დირექტორს ირაკლი კობახიძე ივლისში, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიც შეხვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

"საინტერესოა ინდოეთისა და იაპონიის ბაზრები" - როგორია Georgian Walnut Enterprise-ის გეგმები?

BM.GE

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

დივერსიფიკაცია კლასიკური მეთოდია ქვეყნებისთვის, სადაც რეზერვები ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია - ძნელაძე

BM.GE

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

Labubu-ს პოპულარობის ვარდნის ფონზე, Pop Mart-ის კვარტალურმა გაყიდვებმა 50%-მდე იკლო

BM.GE

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - მინდია საბანაძე

BM.GE