
იმედი გვაქვს ასეთი დისკუსიები, შეხვედრები გაგრძელდება და სხვადასხვა სფეროს შეეხება - თინათინ რუხაძე Industry Talks-ის ღონისძიებაზე
"იმედი გვაქვს ასეთი დისკუსიები, შეხვედრები გაგრძელდება და სხვადასხვა სფეროს შეეხება", - ამის სესახებ "ეისითი" გლობალის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, თინათინ რუხაძემ Industry Talks-ის ღონისძიებაზე BMG-სთან განაცხადა.
"ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რითეილ სექტორისთვის. იმედი გვაქვს ასეთი დისკუსიები და შეხვედრები გაგრძელდება და სხვადასხვა სფეროს შეეხება.
ციფრული ტრანსფორმაცია არის ნომერ პირველი ამოცანა ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც დღევანდელზე და მომავალზე ფიქრობს", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
დღეს, 6 ნოემბერს BDO Digital-ისა და "ბიზნეს მედია საქართველოს" (BMG) პარტნიორობით, მასშტაბური B2B პლატფორმის – Industry Talks-ის სადებიუტო ღონისძიება იმართება, რომელიც სრულად საცალო ვაჭრობის (რიტეილ) სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას ეთმობა.
BM.GE
წყარო: bm.ge