
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
სადაზღვევო კომპანია იმედი L რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური MMA ღონისძიების, RKENA 2026-ის, მზღვეველია.
17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაცია RKENA ამერიკულ ორგანიზაცია, PFL-ს (Professional Fighters League), უმასპინძლებს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს იმედი L-ის სპეციალური სივრცე დახვდებათ, სადაც 18 წლიდან ასაკის, ნებისმიერ მსურველს საკუთარი ძალების გამოცდა შეეძლება. თითოეული დარტყმა ქულით შეფასდება, მონაწილეთა შედეგები კი საერთო რეიტინგში აისახება.
ღონისძიების ბოლოს გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელიც იმედი L-ისგან საჩუქრად სკუტერებს მიიღებს.
2025 წელს დაფუძნებული RKENA ახალი მებრძოლების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღონისძიების ფარგლებში სულ 15 ბრძოლა გაიმართება, მათ შორის 9 პრელიმის და 6 მეინ ქარდის. მთავარ ქარდზე ორგანიზაციის ექვსი მებრძოლი PFL-ის ექვს ათლეტს დაუპირისპირდება. ეს ქართული და ამერიკული MMA ორგანიზაციების ამ ფორმატით პირველი თანამშრომლობაა.
იმედი L RKENA-ს ღონისძიების მზღვეველი უკვე მეორედ ხდება. სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერით კომპანია ხელს უწყობს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„იმედი L-ისთვის მნიშვნელოვანია იმ ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული სპორტის განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. RKENA-სთან თანამშრომლობით, კომპანია ხელს უწყობს რეგიონში MMA-ის პოპულარიზაციას და ქართველი მებრძოლებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას“- აცხადებენ იმედი L-ში.
BM.GE
წყარო: bm.ge