მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IMF-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონეს აღემატება, თუმცა უფრო მეტია სასურველი
IMF-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონეს აღემატება, თუმცა უფრო მეტია სასურველი

IMF-ის მკვლევრები მიუთითებენ, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის დონეს აღემატება, თუმცა უფრო მეტია სასურველი

BM.GE25 ივნისი, 2026, 11:38|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მკვლევარების, მეჰმედ ჯანგულისა და უილ აბელის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ქვეყნისთვის ოპტიმალური დონე კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ამჟამად არსებული მაჩვენებელი. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში – „რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რამდენია საკმარისი?“.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წელს საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლის ბოლოს IMF-ის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებლის 100%-ს მიაღწია. ზრდას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ზრდამ, ოქროს გაძვირებამ და ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებამ. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვებამ ბაზრის ნდობა გააძლიერა და 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.

2026 წლის მაისში სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ერთწლიან ჭრილში რეზერვები 2.4 მილიარდი დოლარით, ანუ 53%-ით არის გაზრდილი, რაც ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის შესყიდვებს უკავშირდება. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სულ 1.46 მილიარდი დოლარი შეისყიდა.

IMF-ის მკვლევარების შეფასებით, ტრადიციული მეთოდოლოგიით საქართველოსთვის ოპტიმალური რეზერვების მოცულობა ARA-ს დაახლოებით 130%-ს შეადგენს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი უნდა იყოს. კვლევაში დამატებით გათვალისწინებულია სამი ფაქტორი: სახელმწიფოს საგარეო დაფინანსების ღირებულება, კერძო სექტორის დოლარიზაცია და სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის საჭირო ლიკვიდობა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ საქართველოსთვის ოპტიმალური რეზერვების დონე ARA-ს 145-150%-მდე იზრდება. ამავე დროს, ქვეყნის მიმდინარე რეზერვები ARA-ს დაახლოებით 102-105%-ის ფარგლებშია, რაც საერთაშორისო სტანდარტებით ადეკვატურად მიიჩნევა, თუმცა IMF-ის გაფართოებული მოდელის მიხედვით ჯერ კიდევ ჩამორჩება სასურველ დონეს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაღალი რეზერვები ამცირებს სახელმწიფოს საგარეო სესხების მომსახურების ხარჯებს, ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას და აძლიერებს ეროვნული ბანკის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლითი კურსის მკვეთრი რყევების შესარბილებლად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე.

IMF-ის შეფასებით, არსებული გლობალური გაურკვევლობის პირობებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს რეზერვების დაგროვება, რაც ეკონომიკის გარე შოკების მიმართ მდგრადობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის მოქმედი მექანიზმი ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ინსტრუმენტად რჩება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

სანქციები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - გაბიტაშვილი

BM.GE

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

BM.GE

აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში ₾80 მლნ-ის დარღვევებზე 17 ანგარიში/ინფორმაცია გაგზავნა

აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში ₾80 მლნ-ის დარღვევებზე 17 ანგარიში/ინფორმაცია გაგზავნა

BM.GE

დავით სონღულაშვილი აგროპროდუქციის ექსპორტიორებს ექსპორტის გაფართოებაზე ესაუბრა

დავით სონღულაშვილი აგროპროდუქციის ექსპორტიორებს ექსპორტის გაფართოებაზე ესაუბრა

BM.GE