მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 20 პირი დააკავა

BM.GE25 ივნისი, 2026, 12:42|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს.

როგორც შსს იტყობინება, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს ₾9.2 მილიონის ტენდერები შეწყდა|რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა?

2025 წელს ₾9.2 მილიონის ტენდერები შეწყდა|რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა?

BM.GE

თბილისი-ბათუმის რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება

თბილისი-ბათუმის რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება

BM.GE

"თეგეტამ" "დეილი ჯგუფს" საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა

"თეგეტამ" "დეილი ჯგუფს" საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა

BM.GE

გაყიდვებში 60%-იანი კლება გვაქვს... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია ფაქტობრივად დაკარგა - Carmark

გაყიდვებში 60%-იანი კლება გვაქვს... საქართველომ საავტომობილო ჰაბის ფუნქცია ფაქტობრივად დაკარგა - Carmark

BM.GE