მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდექსაციის მოდელი კიდევ უფრო გამართავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას - "ბლექსი გრუპი"
ინდექსაციის მოდელი კიდევ უფრო გამართავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას - "ბლექსი გრუპი"

ინდექსაციის მოდელი კიდევ უფრო გამართავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას - "ბლექსი გრუპი"

BM.GE29 მაისი, 2026, 21:42|bm.ge

"ინდექსაციის მოდელი კიდევ უფრო გამართავს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას",- ასე აფასებს "ბლექსი გრუპის" გენერალური დირექტორი ტენდერებში ფასთა ინდექსაციის შემოღების საკითხს.

როგორც ამირან მამუჭაძე BMG-სთან აცხადებს, სამშენებლო მასალებზე მზარდი ფასების ფონზე, შესყიდვებში ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა მნიშვნელოვანია. თუმცა მისივე თქმით, ეს მოდელი ორმხრივია, რადგან ფასების კლების შემთხვევაში, პირიქით, პროექტების ღირებულება მცირდება.

„ინდექსაციის მოდელი ყველა მეზობელ სახელმწიფოში არის აპრობირებული. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე არის მშენებლობაში, როდესაც უკვე ბევრი რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებში, [რაც სამშენებლო მასალებს აძვირებს]. საკმაოდ ბევრი მოვლენებია. ეს ძალიან მკაცრად აისახება ბიზნესის განვითარებაზე.

ინდექსაციის მექანიზმი არ არის მარტო, რომ მშენებელი სარგებლობს. შესაძლებელია ფასების კლებაც მოხდეს და პირიქით, [პროექტების] ღირებულებამ დაიწიოს. თუ მოხდება ფასების კლება, ამ ნაწილში პირიქით სახელმწიფო მოიგებს. ეს არის პარიტეტული და არ არის ცალმხრივი. ინდექსაცია კიდევ უფრო გამართავს ორმხრივ, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, სადაც ორივე მხარე მოგებულია.

თუ რაღაც რისკი შედგა, ისევ სახელმწიფო კონკრეტულ თანხაში შეისყიდდა პროექტს და ფიქსირებული ვერ იქნებოდა, ვერასდროს ფონს ვერ გავიდოდა. თუ რაღაცამ გავლენა მოახდინა, გაიზარდა ფასები და გაძვირდა ნავთობი, გაძვირდა რკინა, ნებისმიერი სხვა მასალა, სახელმწიფო მხოლოდ განსხვავების ოდენობას იხდის და არა მთლიანად. და თუ გაიაფდა, თავისთავად მშენებელი ან მიმწოდებელი უკლებს ამ თანხას. დღეს რაც რეფორმებში ხდება სახელმწიფოში, შეიძლება ითქვას საერთაშორისო ტენდერებშიც აპრობირებული არის.

ყველგან ეს ხდება, ნებისმიერი დონორის დაფინანსებულ პროექტებში, ეს იქნება აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი... ყველა იყენებს ამ პრაქტიკას და კარგი არის, რომ სწორი აპრობირებული მოდელის გადმოტანა ხდება და საქართველოს რეალობის რეჟიმში ხდება ამ ყველაფრის აპრობირება, რაც ძალიან დიდი მხარდამჭერი მომენტი არის ორმხრივად.

თუ გარე ფაქტორების გამო მოხდა გაძვირება, არ უნდა შეწყდეს, არ უნდა გაჩერდეს პროექტი, არ უნდა დაზარალდეს კომპანია. სახელმწიფოს მაინც ხომ გაძვირებულ ფასში მოუწევს მომავალში იმ პროექტის გადაფასება? ამიტომ, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო, დროზე მიიღოს თავისი ნებისმიერი შესყიდვის ობიექტი, ასევე მშენებელიც განვითარდეს, საჭირო იყო კონკრეტული გადაწყვეტილება. ცალსახად ვიტყოდი, ეს არის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც აზღვევს იმ პროექტების წარმატებით დასრულებას, რომელიც დღეს მიმდინარეობს”, - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები ფასთა ინდექსაციის საკითხსაც ითვალისწინებს. კერძოდ, გრძელვადიან სახელმწიფო კონტრაქტებში ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ფასების ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

BM.GE

"მაგთიკომის" მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს ნაცვლად კომპანიისა, კომკომი დაადგენს

"მაგთიკომის" მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფებს ნაცვლად კომპანიისა, კომკომი დაადგენს

BM.GE

რუსეთიდან იმპორტირებული დენის 74.5% აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა|სემეკი

რუსეთიდან იმპორტირებული დენის 74.5% აფხაზეთის მომარაგებას მოხმარდა|სემეკი

BM.GE

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური

BM.GE