მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე
ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

BM.GE27 ივლისი, 2026, 12:32|bm.ge

სამშენებლო კომპანია „ინსის“ გენერალურმა დირექტორის განცხადებით, სახელმწიფო პროექტებში ინდექსაციის წესი კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. ამის შესახებ ზვიად თოიძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

სამშენებლო სექტორში ცვლილებების განხორციელებასა და ინდექსაციის წესზე მსჯელობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელშიც მონაწილეობას სამშენებლო კომპანიებიც იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ წესი უკვე მიღებულია, კერძო სექტორს მასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს: საერთაშორისო პრაქტიკით ინდექსაცია 80%-ზე ვრცელდება, მიღებული წესით კი ეს მაჩვენებელი 60%-ით განისაზღვრა. ამას გარდა, ცვლილებების ამოქმედება 2027 წლიდან იგეგმება, რასაც დამატებული აქვს 12-თვიანი ვადა. „ინსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიებს ლიკვიდურობის პრობლემა დღესვე აქვთ, რის გამოც მექანიზმის დროული ამოქმედება სექტორს ძალიან სჭირდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან როგორც ხელისუფლების, ისე საპროექტო და საექსპერტო ორგანიზაციებისა თუ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ცვლილებების იმპლემენტაციისა და რეალიზაციისთვის საჭიროა საერთო ხედვის ჩამოყალიბება პრაქტიკულ დონეზე. მსჯელობაც ძირითადად იმაზე წარიმართება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ფასების დადგენა, ხოლო, მეორე მხრივ ნორმებისა და კოეფიციენტების სწორი რეალიზაცია. სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს მასშტაბური, მთელ დღეზე გათვლილი შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

ფასებთან მიმართებით განსაკუთრებული შენიშვნები არ გვაქვს, რადგან ფასწარმოქმნის მოდელი პერიოდულად ისედაც იხვეწება და მოდიფიცირდება. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ საპროექტო ორგანიზაციებმა ფასებს სწორი ნორმები არ მიუსადაგეს, ხოლო საექსპერტო ჯგუფებმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს, ცვლილებების ჯეროვანი იმპლემენტაციაც ვერ მოხდება.

რაც შეეხება ინდექსაციას, წესი მიღებულია, თუმცა გარკვეული შენიშვნები მაინც გვაქვს. კერძოდ, გაურკვეველია, რატომ განისაზღვრა ზღვარი 60%-ით, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკით ის 80%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მიმდინარე პროექტებიდან ინდექსაცია მხოლოდ საგზაო-სამშენებლო კომპანიების კონტრაქტებს შეეხო, მაშინ როცა ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან სხვა სექტორებიც ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა თუ სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით, რადგან ფასების ცვალებადობა ყველა ტიპის პროექტზე აისახება.

ასევე მიგვაჩნია, რომ პრობლემურია ცვლილებების ამოქმედებაც. კომპანიებს ლიკვიდურობის პრობლემა დღესვე აქვთ შესაბამისად, რაც უფრო მალე ამოქმედდება ეს პროექტები, მით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება ჩვენი სექტორისთვის", - განაცხადა თოიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

BM.GE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულამდე შეამცირა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულამდე შეამცირა

BM.GE

აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

BM.GE

მთავრობამ საპატრიარქოს წყალტუბოში მიწა 1 ლარად გადასცა

მთავრობამ საპატრიარქოს წყალტუბოში მიწა 1 ლარად გადასცა

BM.GE