მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთი Deep Tech-ის სექტორში $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
ინდოეთი Deep Tech-ის სექტორში $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ინდოეთი Deep Tech-ის სექტორში $25 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 03:17|bm.ge

ინდოეთი საკუთარი Deep Tech-ის სტარტაპების მხარდასაჭერად $25 მილიარდის მობილიზებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობა კვლევისა და განვითარების ინფრასტრუქტურული ფონდის ფარგლებში $11 მილიარდის გამოყოფის ვალდებულებას აიღებს.

თავის მხრივ, ამ ინიციატივას კერძო და ვენჩურული კაპიტალის მმართველები იმავე მოცულობის დაფინანსებით გაუთანაბრდებიან. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პაკეტს მოგვიანებით კიდევ $3-4 მილიარდი დაემატება. ინდოეთის ვენჩურული და ალტერნატიული კაპიტალის ასოციაციის პრეზიდენტმა, რაჯატ თანდონმა CNBC-ის დაუდასტურა, რომ სექტორში ინვესტიციების სახით ჯამში $25 მილიარდი ჩაიდება.

ოფიციალური ნიუ-დელი მიზნად აშშ-სა და ჩინეთთან არსებული ტექნოლოგიური სხვაობის შემცირებას ისახავს. როგორც ცნობილია, ჩინურ ტექნოლოგიებს ქვეყანაში ეჭვის თვალით უყურებენ, ვაშინგტონის მიერ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვები კი ამერიკულ რესურსებს არასანდოს ხდის.

ამგვარი რისკები მიმდინარე წლის ივნისშიც გამოიკვეთა, როდესაც კომპანია Anthropic-მა აშშ-ის მთავრობის საექსპორტო დირექტივის საფუძველზე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ახალ მოდელებზე წვდომა შეუზღუდა. Crane Venture Partners-ის მმართველმა დირექტორმა, ანანდამოი როიჩოუდჰურმა განმარტა, რომ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა ადგილობრივ სექტორს მნიშვნელოვნად ეხმარება. მისი შეფასებით, კრიტიკული ტექნოლოგიების შესაძლო დაბლოკვის შიში ინდოეთს შიდა შესაძლებლობების სწრაფ განვითარებას აიძულებს.

ცნობისთვის, Deep Tech-ის ცნება ხელოვნური ინტელექტის, ნახევარგამტარების, მოწინავე წარმოების, დრონებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სტარტაპებს აერთიანებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

აშშ-ის მასშტაბით ყველა ავიარეისი შეჩერდა

BM.GE

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

Mercedes-Benz-მა გერმანიაში ინვესტიციები შეაჩერა და ქარხნების დახურვას განიხილავს

BM.GE

SpaceX მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $74 მილიარდს ჩადებს

SpaceX მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში $74 მილიარდს ჩადებს

BM.GE

მალაიზიამ AI ჩიპების შესაძლო რეექსპორტზე Megaspeed-ის შვილობილი კომპანიის გამოძიება დაიწყო

მალაიზიამ AI ჩიპების შესაძლო რეექსპორტზე Megaspeed-ის შვილობილი კომპანიის გამოძიება დაიწყო

BM.GE