მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში ჩამოქვეითდა
ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში ჩამოქვეითდა

ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში ჩამოქვეითდა

BM.GE4 ივნისი, 2026, 00:16|bm.ge

გლობალურ რეიტინგში ინდოეთის საფონდო ბირჟა ჩამოქვეითებას განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, ინდოეთის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირება უცხოელი ინვესტორების მიერ აქციების მასობრივმა გაყიდვამ, კომპანიების მოგების დაბალმა ზრდამ და ხელოვნური ინტელექტის სექტორთან სუსტმა კავშირმა გამოიწვია.

პარალელურად, სამხრეთ კორეის და ტაივანის საფონდო ბირჟებს რეკორდული აღმასვლა აქვთ, რომლებმაც ბოლო ორ თვეში ინდოეთს საგრძნობლად გადაუსწრეს.

კაპიტალის გადინების ფონზე, ინდურმა საფონდო ინდექსებმა, Nifty 50-მა და BSE Sensex-მა მიმდინარე წელს ღირებულების 10.1% და 12.5% დაკარგეს. ვარდნა დაფიქსირდა ტექნოლოგიურ სექტორშიც, სადაც IT ინდექსი 19%-ით შემცირდა.

ნეგატიურ დინამიკაზე მთავარი გავლენა უცხოური კაპიტალის გადინებამ იქონია, ვინაიდან ინვესტორებმა ინდოეთის საფონდო ბაზრიდან მიმდინარე წელს $26.4 მილიარდი გაიტანეს, რაც გასული წლის რეკორდულ, $18.9-მილიარდიან მაჩვენებელს აღემატება. შედეგად, ინდოეთის წილი MSCI-ის გლობალურ სტანდარტულ ინდექსში 21%-იანი პიკური ნიშნულიდან 12.3%-მდე შემცირდა.

ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანა სისტემურ კორუფციაშია ჩაფლული და ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ ერთი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიაც არ შექმნილა, რაც ინდოეთის ბაზარს ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესო შესაძლებლობად აქცევს.

საერთო ჯამში, გლობალური საფონდო ბირჟების რეიტინგში ინდოეთის Bombay Stock Exchange ამჟამად მე-10 ადგილზეა და მან მიმდინარე წელს 2 პოზიცია დაკარგა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ

ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ

BM.GE

S&P 500-მა და Nasdaq-მა ახალ მწვერვალებს მიაღწიეს

S&P 500-მა და Nasdaq-მა ახალ მწვერვალებს მიაღწიეს

BM.GE

I კვარტალში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა გაიზარდა - BP

I კვარტალში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა გაიზარდა - BP

BM.GE

როგორია მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგი?

როგორია მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგი?

BM.GE