
ინდოეთმა რუპიის კურსის დასაცავად მკაცრი შეზღუდვები დააწესა
ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულ მინიმუმამდე გაუფასურებული რუპიის დასაცავად ახალი შეზღუდვები დააწესა. რეგულატორი ნავთობკომპანიების სავალუტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სპეციალურ მექანიზმს აამოქმედებს.
Indian Oil-ი, Hindustan Petroleum-ი და Bharat Petroleum-ი დოლარს პირდაპირ სავალუტო რეზერვებიდან მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება კი სპოტ-ბაზარზე არსებულ მაღალ მოთხოვნას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების პარალელურად ცენტრალურმა ბანკმა კორპორაციული სპეკულაციური აქტივობისა და ჰეჯირების წესებიც გაამკაცრა. რეგულატორმა სავალუტო დილერებს $2 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტებისთვის 20%-იანი სარისკო რეზერვის დატოვება დაავალა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მექანიზმები ეროვნული ვალუტის დასაცავად წარსულში ჩინეთის ხელისუფლებამაც გამოიყენა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ზომების გამოცხადების შემდეგ რუპიის კურსი დოლართან მიმართებით 0.6%-ით გამყარდა. ANZ-ის სავალუტო სტრატეგის, დჰირაჯ ნიმის შეფასებით, ნავთობკომპანიების მოთხოვნის ჩამოშორება ბაზარზე რყევებს შეამცირებს. თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, მზარდი ნავთობის ფასებისა და გლობალური ობლიგაციების განაკვეთების ფონზე ინდური რუპია მიმდინარე წელს 7%-ზე მეტით გაუფასურდა.
BM.GE
წყარო: bm.ge