მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინდოეთმა უცხოელი ინვესტორებისთვის ობლიგაციებზე გადასახადები გააუქმა
ინდოეთმა უცხოელი ინვესტორებისთვის ობლიგაციებზე გადასახადები გააუქმა

ინდოეთმა უცხოელი ინვესტორებისთვის ობლიგაციებზე გადასახადები გააუქმა

BM.GE5 ივნისი, 2026, 21:44|bm.ge

კაპიტალის რეკორდული გადინებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ახალი რეგულაციები აამოქმედა.

არსებული ინფორმაციით, მიღებული განკარგულება უცხოელ ინსტიტუციონალურ ინვესტორებსა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ საპროცენტო შემოსავალსა და კაპიტალის ნამატზე დაწესებული გადასახადებისაგან სრულად ათავისუფლებს. ოფიციალური უწყებების განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან რეტროსპექტულად შევიდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მანამდე უცხოელი ინვესტორები ინდოეთში 12 თვეზე მეტი ვადით შეძენილ აქციებსა და ობლიგაციებზე 12.5%-იან გადასახადს იხდიდნენ, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა.

პარალელურად, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა არარეზიდენტი ინვესტორებისთვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სპექტრი გააფართოვა, ხოლო უცხოური პორტფელური ინვესტიციებისთვის მოკლევადიან განთავსებაზე, კონცენტრაციასა და ცალკეულ ფასიან ქაღალდებზე მანამდე მოქმედი ლიმიტები გააუქმა. ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა საფონდო ბირჟაზე აქციების შესყიდვის კვოტები იმ არარეზიდენტი ინდოელებისა და უცხოეთის მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, რომლებიც რეგისტრაციას ადგილობრივ ფინანსურ რეგულატორში არ გადიან.

როგორც ირკვევა, რეფორმების გატარების მთავარი მიზეზი მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინდოეთის საფინანსო ბაზარზე უცხოელი ინვესტორების მიერ აქტივების მასშტაბური გაყიდვა გახდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE