
InexPay - საერთაშორისო გადახდები დისტანციურად
ფინანსური აპლიკაცია InexPay მომხმარებლებს საერთაშორისო გადარიცხვებისა და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სრულად დისტანციურად შესრულების შესაძლებლობას სთავაზობს საქართველოდან. აპლიკაცია აერთიანებს საერთაშორისო ფულად გზავნილებს, საბანკო და საბარათე გადარიცხვებს, ვალუტის კონვერტაციას, კომუნალურ გადახდებსა და სხვა ფინანსურ სერვისებს.
აპლიკაციის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა საერთაშორისო ფულადი გზავნილების ბაზარზე პირველი ქართული, აღიარებული ლიდერის - ინტელიექსპრესის (InteliExpress) - სისტემასთან ინტეგრაციაა. შედეგად, მომხმარებლებს საქართველოდან მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება სრულად დისტანციურად შეუძლიათ.
InexPay-ის საშუალებით ასევე ხელმისაწვდომია საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, ჩინეთში, კანადასა და სხვა ქვეყნებში, რაც მომხმარებლებს საერთაშორისო ანგარიშსწორების დამატებით შესაძლებლობას აძლევს.
საერთაშორისო ტრანზაქციებთან ერთად, აპლიკაცია ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებასაც ამარტივებს. მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად გადაიხადონ კომუნალური და სხვა მიმდინარე გადასახადები, ასევე ისარგებლონ სხვა ფინანსური მომსახურებებით.
InexPay-ის საშუალებით შესაძლებელია ვალუტის კონვერტაციაც კონკურენტული კურსით, როგორც სტანდარტული გაცვლისას, ისე ფულადი გზავნილებისა და საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების პროცესში.
InexPay-ის ანგარიშის გახსნას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება - საქართველოს მოქალაქეებისთვის და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისთვის, ანგარიშის გახსნა სრულიად დისტანციურად ხდება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჭიროა ინტელიექსპრესის ნებისმიერ ფილიალში ერთჯერადი ვიზიტი ვერიფიკაციისთვის.
კომპანიის ინფორმაციით, InexPay-ის მიზანია მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მათზე მორგებული ციფრული ეკოსისტემა შესთავაზოს, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ოპერაციების შესრულება სწრაფად, უსაფრთხოდ და ერთიანი აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი.
გადმოწერეთ აპლიკაცია: InexPay
BM.GE
წყარო: bm.ge