მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“ - კობახიძე განცხადებით, მთავრობა სებთან მუშაობს
„ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“ - კობახიძე განცხადებით, მთავრობა სებთან მუშაობს

„ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“ - კობახიძე განცხადებით, მთავრობა სებთან მუშაობს

BM.GE5 მაისი, 2026, 16:26|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფლაციის სტაბილურობისთვის ყველა ზომა მიღებული იქნება, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობა ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მათ შორის სებთანაც მუშაობს.

BM.GE-ს კითხვა სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ფასების სამთავრობო კომისიისა და სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგების გასაჯაროებას შეეხებოდა, რაზედაც კობახიძემ უპასუხა: საპარლამენტო კომისიის დასკვნა, მოგეხსენებათ დაიდო. ჩვენ პარალელურად ვმუშაობდით... საპარლამენტო კომისიამ დადო საფუძვლიანი კვლევა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ვიზიარებთ საერთო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არის სტრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარების პირობებში შესაძლებელი იქნება მიწოდების ჯაჭვის დამოკლება და შესაბამისად ფასნამატის შემცირება“.

ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ინფლაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია.

„რა თქმა უნდა, ჩვენი საბოლოო ამოცანა ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაა და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ინფლაციური პროცესები სტაბილურად გაგრძელდეს, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია და მნიშვნელოვანია 3%-ს ქვემოთ არ ჩამოსცდეს ინფლაცია, რადგან ეს აფერხებს, მაგრამ არც ამ ნიშნულს უნდა ასცდეს მნიშვნელოვნად. შესაბამისად ჩვენ უნდა ვმართოთ ინფლაციური პროცესები, რაზედაც ვმუშაობთ ყველა სტრუქტურასთან“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, აპრილში იფლაცია ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. საწვავის ფასის გაძვირების გამო, აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 1.7% შეადგინა.

ყველაზე მეტად - 10.3%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი. ფასები ასევე 6.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების მიმართულებით, რაც 1 აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ფასების მატებას უკავშირდება. ეს 2024-2025-2026 წლების განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE