მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფორმაციული ქაოსიდან ინფორმირებულ არჩევანამდე - რა დისკუსია გაიმართა AdBlackSea 2026 ფესტივალის ფარგლებში
ინფორმაციული ქაოსიდან ინფორმირებულ არჩევანამდე - რა დისკუსია გაიმართა AdBlackSea 2026 ფესტივალის ფარგლებში

ინფორმაციული ქაოსიდან ინფორმირებულ არჩევანამდე - რა დისკუსია გაიმართა AdBlackSea 2026 ფესტივალის ფარგლებში

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 16:29|bm.ge

ბათუმში გამართული საერთაშორისო ფესტივალის - AdBlackSea 2026-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევის, ინფორმაციული ქაოსის პირობებში სანდო კომუნიკაციისა და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობის განსახილველად გაერთიანდნენ.

პანელური დისკუსია „სიცხადე ინფორმაციულ ქაოსში: კომუნიკაცია და ინფორმირებული არჩევანი“ იმ ფუნდამენტურ კითხვას დაეთმო, თუ როგორ შეიძლება ინოვაციებისა და სწრაფად ცვალებადი გარემოს შესახებ რთული ინფორმაცია საზოგადოებისთვის გასაგებ, სანდო და რელევანტურ ცოდნად გარდაიქმნას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ TBC Bank-ის ბრენდ ლიდი სანდრო ჯავახიშვილი, Windfor's Tbilisi-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი მარიამ ჩხაიძე და Philip Morris International-ის ბაზრის აქტივაციისა და მხარდაჭერის დირექტორი ოლექსი კალინიჩენკო.

დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ გზავნილად გამოიკვეთა იდეა, რომ ინოვაციის ღირებულება მხოლოდ ახალი ტექნოლოგიისა თუ პროდუქტის შექმნით არ განისაზღვრება. მნიშვნელობას ის მაშინ იძენს, როდესაც ინოვაცია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს და მისი არსი მომხმარებლისთვის გასაგებად არის გადმოცემული, რაც საბოლოოდ მომხმარებელს ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ინოვაცია იქცა ერთგვარ ბაზვორდად და ვცდილობთ ინოვაციები გავაკეთოთ ინოვაციისთვის, მაშინ როდესაც ინოვაციის მთავარი ფასი არის ის, როცა ეს არის რაღაც ახლებურად დანახული ადამიანის ქცევა, მისი გაუმჯობესება. ინოვაცია უნდა ემსახურებოდეს ყოველდღიურობის გაუმჯობესებას და არა იმას, რომ საბოლოო ჯამში სტატია დაიწეროს იმაზე, რომ ინოვაცია გავაკეთეთ“, - აღნიშნა TBC Bank-ის წარმომადგენელმა სანდრო ჯავახიშვილმა.

საინფორმაციო გარემოს მზარდი სირთულის ფონზე კომუნიკაციის როლზე ისაუბრა Windfor's Tbilisi-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელმა მარიამ ჩხაიძემ. მისი თქმით, ინფორმაციის სიჭარბის პირობებში ბრენდების პასუხისმგებლობა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებით არ შემოიფარგლება და მომხმარებლისთვის მისი სწორად კონტექსტუალიზაციაც მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ ქაოსზე.. საინფორმაციო ქაოსზე, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. თუმცა პოზიტიურად შევხედეთ ამ ქაოსს, იმიტომ, რომ ვიმსჯელეთ რამხელა როლი აქვს სწორად მიწოდებულ ინფორმაციას, რა როლს თამაშობენ ამ ინფორმაციის მიწოდებაში ბრენდები და, შესაბამისად, რამხელა მნიშვნელობა აქვს სანდო ინფორმაციას, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს მომხმარებელმა“, - განაცხადა მარიამ ჩხაიძემ.

პანელის საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივა PMI-ს ბაზრის აქტივაციისა და მხარდაჭერის დირექტორმა ოლექსი კალინიჩენკომ წარმოადგინა. მისი თქმით, მკაცრად რეგულირებულ ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ზუსტ, გამჭვირვალე, მეცნიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე.

კალინიჩენკომ აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვამლო პროდუქტების კვლევასა და განვითარებაში 16 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მისი თქმით, PMI მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს და მოწევისთვის თავის დანებებას საუკეთესო არჩევანად მიიჩნევს. ამასთან, მისი განცხადებით, ზრდასრულ მწეველებს, მნიშვნელოვანია ჰქონდეთ წვდომა სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციაზე:

„ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი უკვამლო პროდუქტები არ არის რისკისგან თავისუფალი, თუმცა ისინი უკეთესი ალტერნატივაა იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოწევას გააგრძელებდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ წვდომა სანდო, მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე იმისთვის, რომ თავად შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ოლექსი კალინიჩენკომ.

პანელის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ბიზნესის, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიის ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის საერთო ხედვით, ინფორმაციული ქაოსის პირობებში ნდობა სულ უფრო მეტად ხდება არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ პროცესში კი ბრენდებს, მედიასა და კრეატიულ ინდუსტრიას ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი როლი აქვს.

პანელური დისკუსია AdBlackSea 2026-ის მთავარი კონცეფციის, ON THE EDGE – Festival of Creative Resistance, კონტექსტში გაიმართა. ფესტივალის მეათე საიუბილეო ღონისძიებამ ბათუმში საერთაშორისო და ქართული კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები გააერთიანა და ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, როგორებიცაა ტექნოლოგიური ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტი, კრეატიული ლიდერობა, დიზაინი, კომუნიკაცია და ინდუსტრიის მომავალი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ნაგვის ფასს გვაძლევენ“ - კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება

„ნაგვის ფასს გვაძლევენ“ - კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება

BM.GE

კალაძე დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს

კალაძე დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე და გონივრული ვადა მისცეს

BM.GE

25 სექტემბერი, 17:00 საათი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

25 სექტემბერი, 17:00 საათი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება

BM.GE

"ამას სჭირდებოდა არა პანიკა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა" - კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე

"ამას სჭირდებოდა არა პანიკა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა" - კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე

BM.GE