მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურის დარგის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანის მომენტუმი დადგა - ირაკლი გიორგობიანი
ინფრასტრუქტურის დარგის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანის მომენტუმი დადგა - ირაკლი გიორგობიანი

ინფრასტრუქტურის დარგის დასავლურ სტანდარტებზე გადაყვანის მომენტუმი დადგა - ირაკლი გიორგობიანი

BM.GE5 მაისი, 2026, 13:42|bm.ge

“ინფრასტრუქტურულ პროექტების მაღალი ხარისხი და ვადების დაცვა მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო თავს დაიცავს ანტიდემპინგისგან და სატენდერო ფასწარმოქმნას თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს” - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი გიორგობიანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია სახელმწიფო ტენდერებში შესყიდვის პროცედურა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. ამასთან, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პოზიციაა, რომ ტენდერებში ზედა ზღვარი მოიხსნას, რაც დღეს კონკურენციას და შესყიდვებში კვალიფიციურ ინვესტორების მონაწილეობას ზღუდავს.

“ის ამოცანები, რაც სახელმწიფოს აქვს, როგორც ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის ნაწილში, ისე ვადებთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ერთი პირობის შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიღწევადი - თუ სახელმწიფო თავს დაიცავს ანტიდემპინგისგან და სატენდერო ფასწარმოქმნა იქნება თავისუფალი და განსაზღვრავს ბაზარი.

ვფიქრობ, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება გარკვეული სამუშაო შეხვედრა, სადაც ამ თემებს განვიხილავთ. საკმაოდ ზომიერი ოპტიმიზმით ვარ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება რეფორმის ნაწილში. ჩვენი ამოცანაა, შესყიდვის პროცედურა, ფასწარმოქმნა გავხადოთ ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში ისეთივე, როგორიც არის საერთაშორისო შესყიდვების დროს.

სახელმწიფო დაფინანსებულ ტენდერებში წარმოდგენილია ზედა ზღვარი და ტენდერი იწარმოება რევერსულად, რაც თავის მხრივ ზღუდავს როგორც კონკურენციას, ასევე ფასწარმოქმნას და კვალიფიციური კომპანიების მხრიდან ტენდერში მონაწილეობის რაოდენობაც მცირდება. აქედან გამომდინარე, ტენდერში გვყავს ერთი ან ორი მონაწილე, რაც თავის მხრივ არ უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას.

ჩვენი ამოცანაა, რომ ზედა ზღვარი ტენდერებში მოიხსნას, რაც კვალიფიციური მიმწოდებლებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

თავის მხრივ სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავი დემპინგისგან, რამეთუ დემპინგი არის წყარო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე და რისკი სახელმწიფოსთვის, რომელიც როგორც ხარისხზე, ისე მიწოდების ვადებზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დადგა მომენტუმი იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურული სექტორი გადავიყვანით იმ დასავლურ სტანდარტებზე და მათ შორის დავიწყოთ სწორედ შესყიდვის პროცედურებით”,- აცხადებს გიორგობიანი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE