მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ბესიკ ჯიქურაული უხელმძღვანელებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ბესიკ ჯიქურაული უხელმძღვანელებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ბესიკ ჯიქურაული უხელმძღვანელებს

BM.GE1 მაისი, 2026, 17:27|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურ დირექტორად ბესიკ ჯიქურაული დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი შონია ჩაანაცვლა, რომელმაც 30 აპრილს მუნიციპალური განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა.

მანამდე თავად MDF-ის ხელმძღვანელი იყო ბექა ურუშაძე, რომელიც თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა. შესაბამისად, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" გიორგი შონია დირექტორის პოსტზე ბესიკ ჯიქურაულმა ჩაანაცვლა.

ბიოგრაფიის თანახმად, ბესიკ ჯიქურაული 2025 წელს იკავებდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 2023- 2025 წლებში იყო Cisco-ს პარტნიორი კომპანიის შპს „Green Net – IT Solutions“, - სტრატეგიული განვითარების დირექტორი, რომელიც ფარავდა უკრაინის, პოლონეთისა და ყაზახეთის ქვეყნებს. 2022 – 2023 წლებში შპს „SkyTel“_ში ირიცხებოდა დირექტორთა საბჭოს წევრად M&A მიმართულებით. 2020 – 2022 წლებში მუშაობდა მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე - კომპანიაში შპს „GIG Group“ უკრაინის ოფისში.

ამასთან, ჯიქურაული იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას შპს „ას ჯორჯია“-ში, შპს „კომპანია ალბატროსში", სს "გუდვილში". 2012 – 2013 წლებში, შპს „ნიუ ენერჯი“-ში, მუშაობდა გენერალური დირექტორის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობაზე.

2009 -2011 წლებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა - „Société Générale Group“ – ბანკ „რესპუბლიკა“-ში. 2008 – 2009 წლებში იყო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე. 2005 – 2008 წლებში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა სს „საქართველოს ბანკში“. 2005 წელს იყო თბილისის მერიაში, ადმინისტრაციის ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. 2004 – 2005 წლებში ხელმძღვანელობდა - შპს „Santé GMT Products“ – ის მარკეტინგულ დეპარტამენტს. 2003 – 2004 წლებში იკავებდა ელჩის თანაშემწის პოზიციას დიდი ბრიტანეთის საელჩოში. 2000 – 2001 წლებში საქართველოს პარლამენტში მუშაობდა საპროცედურო და წესების კომიტეტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სპეციალისტად.

ბესიკ ჯიქურაულს დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE