მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინოვაცია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა: რეგიონული დიალოგი ბაქოდან
ინოვაცია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა: რეგიონული დიალოგი ბაქოდან

ინოვაცია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა: რეგიონული დიალოგი ბაქოდან

BM.GE18 ივნისი, 2026, 10:32|bm.ge

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 11 ივნისს საერთაშორისო კონფერეცია „Technovation by PMI“ გაიმართა, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების, ინოვაციებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეგულირების როლს ეკონომიკური და ინდუსტრიული ტრანსფორმაციის პროცესში. ღონისძიებამ, რომელსაც აზერბაიჯანში ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham Azerbaijan) თანაორგანიზატორობდა, 200-ზე მეტ მონაწილეს – ბიზნესის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს,ექსპერტებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციებისა და მეცნიერების როლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში. ყურადღება გამახვილდა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგისა და ინოვაციის მნიშვნელობაზე. სამთავრობო და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაძლიერების შესაძლებლობებზე, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებასა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, როგორც აზერბაიჯანის, ისე უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით. ამ განხილვების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზიანის შემცირების პოლიტიკას, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, და ამ მიმართულებით მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომებსა და შესაძლებლობებს.

„რეგულაციები სამეცნიერო მტკიცებულებებს უნდა დაეფუძნოს“

PMI-ის სამეცნიერო ჩართულობის დირექტორის, ტომოკო იიდას განცხადებით, ზიანის შემცირების კონცეფციის განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტრანსფორმაციის პრაქტიკულ გამოცდილებასა და რეალურ შედეგებს.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების გამოყენების ზრდა რიგ შემთხვევებში თანხვედრაშია სიგარეტის მოხმარების შემცირების ტენდენციებთან. ხოლო უკვამლო მომავალი სწორედ ის მიზანია, რომლისთვისაც სამეცნიერო საზოგადოება, ექიმები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა მუშაობდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ის, თუ რა გავლენა აქვს ტექნოლოგიას მოსახლეობაზე. პრაქტიკული გამოცდილება და დაგროვილი სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ იაპონიაში მწეველთა რაოდენობა ათწლეულის განმავლობაში განახევრდა. მსგავსი დინამიკა სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება. მაგალითად, შვედეთში დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ფილტვის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - აღნიშნა იიდამ.

მისი შეფასებით, მხოლოდ სამეცნიერო პროგრესი საკმარისი არ არის, თუ მას შესაბამისი საჯარო პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო არ ახლავს.

„მხოლოდ მეცნიერებას არ შეუძლია ისეთი კომპლექსური სოციალური გამოწვევის გადაჭრა, როგორიც მოწევაა. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება, პოლიტიკა და რეგულაცია თანხვედრაში მუშაობდეს, რათა ინოვაციამ მოსახლეობამდე მიაღწიოს. პოლიტიკის შემქმნელები და მარეგულირებელი ორგანოები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა დაეყრდნონ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებს“, – აღნიშნა მან.

იიდას განცხადებით, თუ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ზიანის შემცირების მიდგომებს არ გაითვალისწინებს, ბევრი მწეველი სიგარეტის მოხმარებას გააგრძელებს. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ სიგარეტის მოხმარების ჩანაცვლებას შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე ფინანსური ტვირთის შემცირებაც. რესპოდენტმა ამის მაგალითად იაპონია დაასახელა, სადაც ჯანდაცვის ეკონომიკური კვლევის მიხედვით, სიგარეტის ჩანაცვლების კვალდაკვალ, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების სამედიცინო ხარჯებიდან დაიზოგა სამი მილიარდი აშშ დოლარი.

“უამრავი მტკიცებულება, მათ შორის კლინიკური, პრე-კლინიკური კვლევები და რეალურ ცხოვრებაში მიღებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ის თუ რა გავლენა აქვს ტექნლოგიას მოსახლეობაზე. მაგალითად,. შვედეთში, სამოცი წლის წინ, მამაკაცმა მწეველებმა სიგარეტი ნაკლაბად მავნე ალტერნატივებით ჩაანაცვლეს და ახლა ჩვენ ვხედავთ შვედეთს, როგორც ქვეყანას, რომელსაც ფილტვის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.

მჯერა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რაც კი შეგვიძლია ვთქვათ თამბაქოს ზიანის შემცირების ტრანსფორმაციაზე,”- “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნა ტომოკო იიდამ.

“ინფორმირებული არჩევანი უნდა იყოს პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილი”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობის, არასრულწლოვანთათვის ხელმისაწვდომობის პრევენციის აუცილებლობასა და ზიანის შემცირების შესახებ BMG-ის ესაუბრა PMI-ის გენერალური მენეჯერი კავკასიაში, იური გორდოკიც. მისი შეფასებით, მიუხედავად საქართველოში მოქმედი თამბაქოს კონტროლის მკაცრი პოლიტიკისა, მოწევა კვლავ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია ადამიანებმა საერთოდ დაანებონ თავი მოწევას და ნიკოტინს; თუმცა, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მაინც გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, მეცნიერებაზე დაფუძნებული ალტერნატივების არჩევანზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. მოწევასთან დაკავშირებული ძირითადიზიანი წვის პროცესს უკავშირდება. უკვამლო ალტერნატივები კი სწორედ ამ ზიანის შემცირებას ემსახურება. როდესაც სრულწლოვანი მწეველი სიგარეტს ალტერნატიული პროდუქტით ანაცვლებს, მავნე ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება მნიშვნელოვნად მცირდება, რასაც გავლენა აქვს საზოგადოებრივ ჯადნაცვაზეც“, – განაცხადა გორდოკმა.

მისი შეფასებით, ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქვთ მომხარებლებს წვდომა სანდო და მეცნიერულად დასაბუთებულ ინფორმაციაზე. „ჯანდაცვის პოლიტიკამ უნდა წაახალისოს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი საზოგადოებასთან - საჯარო ღია დისკუსია საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა, როგორც მარეგულირებლებთან ასევე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან. რადგან მოქალაქეების ინტერესი ალტერნატიული მიდგომების მიმართ მზარდია

მათ პასუხები უნდა მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია მეცნიერების, ექიმების, მარეგულირებლებისაგან და არა დაუსაბუთებელი ან მიკერძოებული ინფორმაცია იმ ალტერნატივების შესახებ, რასაც მათ ინდუსტრია და ბაზარი სთავაზობს” - აღნიშნა მან.

გორდოკის განცხადებით, სრულწლოვანი მწეველების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, თუმცა მეორეს მხრივ კომპრომისი არ არსებობს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ახალგაზრდების დაცვა და პრევენცია.

“აუცილებელია მკაცრი რეგულაცია და მისი ეფექტიანი აღსრულება — მით უფრო, რომ შესაბამისი წესები ქვეყანაში უკვე მოქმედებს. ამ მიმართულებით ფილიპ მორისს მოქმედ რეგულაციებზე უფრო მკაცრი შიდა სტანდარტებიც აქვს, მათ შორის — ასაკის გადამოწმების, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლიანი კომერციული პრაქტიკის ნაწილში. ამ წესებს საქართველოშიც უმკაცრესად ვიცავთ”. - აღნიშნა გორდოკმა.

მისი განცხადებით, ტრანსფორმაცია ამ კონტექსტში განიხილება როგორც კომპლექსური ცვლილება, რომელიც ხელს უწყობს უფრო მდგრად ეკონომიკურ გარემოსა და პროგრესზე ორიენტირებულ განვითარებას. ამასთან, ნათელია, რომ მსგავსი მასშტაბის ცვლილებების მიღწევა მხოლოდ ერთი სუბიექტის ძალისხმევით შეუძლებელია.

შესაბამისად, მისი შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების, მარეგულირებელი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო წრეების ერთობლივ ჩართულობას, მათ შორის უწყვეტი და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის ხელშეწყობას. სწორედ ამგვარი თანამშრომლობის პირობებში იქმნება წინაპირობა რეალური და მდგრადი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც გავლენას მოახდენს როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ისე ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე.

მეცნიერება, ინოვაცია და ეკონომიკური ტრანსფორმაცია

„Technovation by PMI“ საერთაშორისო ფორუმების სერიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეცნიერების, ინოვაციებისა და რეგულაციების შესახებ დიალოგის გაღრმავებაა. 2026 წელს ბაქოში გამართულ კონფერენციაზე განხილული იყო როგორც ეკონომიკური დივერსიფიკაციის საკითხები, ისე კორპორაციული ტრანსფორმაციისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიული მიმართულებები რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში.

კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, თუ როგორ იყენებენ კომპანიები სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

BM.GE

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

BM.GE