
Intel-ი 18A ჩიპების გაყიდვას იწყებს - ტექ-გიგანტმა პირველი მსხვილი კლიენტი იპოვა
Intel-მა მოწინავე 18A ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპების პირველ გარე დამკვეთთან კონტრაქტი გააფორმა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიპ-ბუ ტანმა ოსტინში გამართულ სამიტზე დაადასტურა, რომ კომპანიამ პირველი კლიენტი უკვე მოიზიდა.
ტანს ახალი პარტნიორის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ დამკვეთმა არჩევანი 18A-P-ზე შეაჩერა.
ეს შეთანხმება Intel-ისთვის ბოლო ხუთი წლის შემდეგ გარდამტეხი ეტაპი იქნება, რადგან აქამდე ის შესაბამისი ნახევარგამტარების გაყიდვას ვერ იწყებდა და ბაზრის ლიდერ TSMC-ს კონკურენციას ვერ უწევდა. კომპანია სწორედ 18A ტექნოლოგიას განიხილავს მთავარ ბერკეტად, რომ გარე დამკვეთებისთვის კონკურენტუნარიან მწარმოებლად იქცეს.
აქამდე Intel-ს საკონტრაქტო წარმოების მიმართულებით მსხვილი გარე კლიენტი არ ჰყოლია და ჩიპებს ძირითადად საკუთარი პროდუქტებისთვის ამზადებდა.
სექტემბრის ბოლოდან Intel-ის აქციების ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა. ამ ვარდნის უდიდესი ნაწილი გასული თვის ბოლოს დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების კლებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო კვარტალური შემოსავლის პროგნოზი ანალიტიკოსების მოლოდინთან შედარებით, სულ მცირე, $1 მილიარდით შეამცირა.
BM.GE
წყარო: bm.ge