
"ინვესტიციების სააგენტო" პარიზში საგამოფენო სტენდის მოწყობაზე 212 000 ევროს გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
სსიპ „ინვესტიციების სააგენტო“ პარიზში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე (Sial Paris) ქართული ექსპორტიორი კომპანიების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საგამოფენო სტენდების მშენებლობის მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძენს. შესყიდვის ღირებულება 212 031 ევროს შეადგენს.
უწყების განმარტებით, შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა გამოფენის ორგანიზატორების მიერ დაწესებულმა მკაცრმა რეგულაციებმა და სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცების ვადებმა განაპირობა.
უწყების განმარტებით, შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა გამოფენის ორგანიზატორების მიერ დაწესებულმა მკაცრმა რეგულაციებმა და სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცების ვადებმა განაპირობა.
კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესყიდვის ობიექტს 2026 წლის 17-21 ოქტომბერს გასამართ საერთაშორისო გამოფენაზე (Sial Paris) ჯამში 346 კვ.მ ფართობის საგამოფენო სივრცის (სტენდების) მოწყობა წარმოადგენს. აღნიშნული სივრცე სამ პავილიონზეა გადანაწილებული:
• ხილი, ბოსტნეული, ჩირი, თხილეული: 160 კვ.მ; • გადამუშავებული საკვები პროდუქტები: 96 კვ.მ; • სასმელი პროდუქტები: 90კვ.მ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სექტორის 34-მდე ქართული კომპანია, რომლებიც სააგენტომ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეარჩია. საგამოფენო ფართი წლის დასაწყისშივე, შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, წინასწარ ჰქონდა დაჯავშნილი სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს, რომლის გაუქმების შემდგომაც შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობები „ინვესტიციების სააგენტოზე“ გადავიდა.
სააგენტოს განცხადებით, სტანდარტული ელექტრონული ტენდერის ჩატარება დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იყო.
შესყიდვის გამოცხადებამდე, მიმდინარე წლის ივნისში, სააგენტომ ჩაატარა ბაზრის მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც სამი კომპანიის საფასო შემოთავაზება დაფიქსირდა:
• VORTEX EVENTS FZE – 179 687 ევრო; • SANDA Design – 296 000 ევრო; • Elevations Exhibition and Design Limited – 326,522 ფუნტი;
ყველაზე დაბალი ფასი წარმოდგენილია კომპანია VORTEX EVENTS FZE-ის მიერ.
BM.GE
წყარო: bm.ge