მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტიციების სააგენტო წელს 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას დაუფინანსებს
ინვესტიციების სააგენტო წელს 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას დაუფინანსებს

ინვესტიციების სააგენტო წელს 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას დაუფინანსებს

BM.GE21 ივლისი, 2026, 17:37|bm.ge

ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ადგილობრივ ექსპორტიორ კომპანიას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაში დაეხმარება. ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2026 წელს ქართველი მწარმოებლები 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარმოდგენილი.

„წლის განმავლობაში უკვე განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა. მათ შორის, მონაწილეობა მივიღეთ 10-მდე საერთაშორისო გამოფენაში, სადაც დაახლოებით 100 ექსპორტიორი კომპანია იყო წარმოდგენილი. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსხვილ გამოფენაში ჩავერთვებით. საერთო ჯამში, 2026 წელს 20-მდე გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300 ექსპორტიორ კომპანიას შევუწყობთ ხელს საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენაში“, – განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოს ექსპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდულ მაჩვენებელს – 770.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გამოკლებით, 50.5%-ით გაიზარდა და 469 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება 2026 წლის პირველ ნახევარს, იანვარ-ივნისში ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და რეკორდულ – 3.88 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და 2.39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას კასპში მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

მთავრობამ სულხან პაპაშვილის კომპანიას კასპში მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა

BM.GE

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

„ტურიზმის სექტორში არსებობს ფავორიტების წრე, ანუ „ჩემიანები“ და „შენიანები“, რაც კატასტროფაა!“ - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

NVIDIA-ს საინვესტიციო პორტფელმა $99 მილიარდს მიაღწია

BM.GE

"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

"ინიციატივა ფერმერებისთვის დიდად არაფერს შეცვლის” - როგორ ფასდება აგრარული ხელწერილების რეფორმა?

BM.GE