მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტორები ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან - ვინ დააბანდა თანხა 400-მილიონიან ობლიგაციაში?
ინვესტორები ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან - ვინ დააბანდა თანხა 400-მილიონიან ობლიგაციაში?

ინვესტორები ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან - ვინ დააბანდა თანხა 400-მილიონიან ობლიგაციაში?

BM.GE29 მაისი, 2026, 22:52|bm.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის თქმით, უცხოელმა ინვესტორებმა ობლიგაციების 65% შეიძინეს, რაც თანხობრივად 260 მილიონ ლარს შეადგენდა. მისი თქმით, ინვესტორთა შორის ძირითადად ბრიტანელი, აშშ-ის და ევროკავშირის ინვესტორები არიან. მის კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

400 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი, სამინისტრომ 2026 წლის 21 მაისს გამოუშვა და მას 9%-ის განაკვეთი და 5.9 წლის ვადიანობა აქვს. სამინისტროს თანახმად, ესაა ლარის ობლიგაციის უმსხვილესი განთავსება, რომელშიც ინვესტირება არარეზიდენტებმა განახორციელეს.

"5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.

„საბოლოოდ, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების 65% არარეზიდენტი, ხოლო 35% ადგილობრივი ინვესტორებისთვის განთავსდა. გეოგრაფიული კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ არარეზიდენტი ინვესტორების დიდ ნაწილს შეადგენენ ინვესტორები გაერთიანებული სამეფოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და კონტინენტური ევროპიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

ამ დრომდე საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში არარეზიდენტებს 555 მილიონი ლარი ჰქონდათ დაბანდებული, რაც მთლიანი პორტფელის მხოლოდ 4.7%-ია. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აპრილში განაცხადა, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდა, რისთვისაც სახელმწიფო გეგმავდა ბაზარზე განეთავსებინა გაზრდილი მოცულობის ფასიანი ქაღალდები. ამასთან, ფასიანი ქაღალდის შეთავაზება მოხდა არა ფინანსთა სამინისტროს ხაზინის, არამედ სინდიკაციის მეთოდით და ფასიანი ქაღალდის განთავსების დილერის ფუნქცია "თიბისი კაპიტალმა" და Galt & Taggart-მა შეასრულეს. შედეგად, არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში 800 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„როდესაც ევრობონდისთვის გვქონდა ე.წ. „როუდ შოუები“ ნიუ-იორკში, ბოსტონში, ლონდონში, ვაშინგტონში, ჩვენ პარალელურ რეჟიმში გვქონდა ამ თემაზე საუბარი, საიდანაც გახდა ცნობილი, რომ მათი დაინტერესება ძალიან აქტიური არის [ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართ] როგორც საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მიმდინარე წლის აპრილში.

ცნობისთვის: 400 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები ნაწილია იმ 1.8 მილიარდი ლარის შიდა ვალის, რომლის აღებასაც მთავრობა წელს გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE