მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტორები ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ ობლიგაციების განაკვეთებს ასახელებენ
ინვესტორები ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ ობლიგაციების განაკვეთებს ასახელებენ

ინვესტორები ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ ობლიგაციების განაკვეთებს ასახელებენ

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 20:22|bm.ge

Deutsche Bank-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პროფესიონალმა ინვესტორებმა გლობალური ეკონომიკური ზრდისთვის მთავარ საფრთხედ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე არსებული კრიზისი დაასახელეს.

გამოკითხული ფონდების 37%-მა ბონდების განაკვეთები ყველაზე დიდ რისკად მიიჩნია, რასაც 23%-ით ინფლაცია და 17%-ით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეები მოსდევს. როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილეობა 200-მდე ფონდმა და პროფესიონალმა ინვესტორმა მიიღო, რომელთა აქტივების შეფასება მინიმუმ $10 მილიონია.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას, რესპონდენტთა 73%-მა უახლოესი 12 თვის განმავლობაში ყველაზე სტაბილურ რეგიონად აზია დასახელდა. მეორე ადგილზე 14%-ით ამერიკაა, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპას კი - 6% ერგოთ, ლათინურ ამერიკას - 4%, ხოლო ახლო აღმოსავლეთს - 2%.

Deutsche Bank Private Bank-ის განვითარებადი ბაზრების ხელმძღვანელის, მარკო პალიარას განცხადებით, კერძო ფონდები და პროფესიონალი ინვესტორები აქტიურად ცდილობენ რისკების ჰეჯირებას და პორტფელის დივერსიფიკაციას, თუმცა როგორც ჩანს, ობლიგაციების კრიზისი უკვე გლობალურ ფენომენს წარმოადგენს და მისგან სრულად თავის არიდება პრაქტიკულად შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ წინა სავაჭრო სესიაზე აშშ-ის 30-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებლიანობამ 5.71%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

BM.GE

Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა

Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა

BM.GE

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

BM.GE