მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ინვესტორები GameStop-ის მიერ eBay-ის შესყიდვას სკეპტიკურად უყურებენ
ინვესტორები GameStop-ის მიერ eBay-ის შესყიდვას სკეპტიკურად უყურებენ

ინვესტორები GameStop-ის მიერ eBay-ის შესყიდვას სკეპტიკურად უყურებენ

BM.GE11 მაისი, 2026, 03:41|bm.ge

GameStop-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან კოენმა, ონლაინ პლატფორმის, eBay-ის შესაძენად $56-მილიარდიანი წინადადება წარადგინა, რომელმაც ანალიტიკოსებისა და ინვესტორების სკეპტიციზმი გამოიწვია, რადგან GameStop-ის საბაზრო ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს, რაც eBay-ის კაპიტალიზაციაზე ოთხჯერ ნაკლებია.

არსებული ინფორმაციით, გარიგება ნახევრად ნაღდი ფულით, ნახევრად კი აქციების გაცვლით უნდა დაფინანსდეს, თუმცა GameStop-ს ამ დროისთვის მხოლოდ $9 მილიარდის ნაღდი ფული და $4.2 მილიარდის ვალი აქვს. დარჩენილი თანხის უდიდესი ნაწილი კი, ინვესტორებისა და ბანკებისგან მოზიდული ვალი უნდა იყოს.

კოენის სტრატეგია eBay-ის მოგებიანობის გაზრდასა და GameStop-ის 1,600-მდე ფიზიკური მაღაზიის ლოგისტიკურ ქსელად გამოყენებას ისახავს მიზნად, რათა კომპანიამ Amazon-ს გაუწიოს კონკურენცია. მიუხედავად ამისა, ინვესტორების ამ პოტენციურ გარიგებას ეჭვით უყურებენ.

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების შეფასებით, თუ გარიგება განხორციელდა, ეს იქნება ისტორიაში უმსხვილესი შესყიდვა სესხის გამოყენებით, რაც რთულად წარმოსადგენია.

ამასთან, ცნობილმა ინვესტორმა, მაიკლ ბერიმ GameStop-ის ყველა აქცია გაყიდა და აღნიშნა, რომ ეს სტრატეგია მხოლოდ ვალის ზრდასა და აქციების გაუფასურებას გამოიწვევს, რადგან eBay-ს შესასყიდი ფული კომპანიას უბრალოდ არ აქვს.

საერთო ჯამში, უოლ-სტრიტის წარმომადგენლები GameStop-ის წინადადებას სერიოზულად არ განიხილავენ და მას კომპანიის მიმართ საცალო ინვესტორების ინტერესის გაღვივების მცდელობად განიხილავენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE