მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IPO-ს ფარგლებში SpaceX-ი აქციების 5%-ს თანამშრომლებისთვის გამოყოფს
IPO-ს ფარგლებში SpaceX-ი აქციების 5%-ს თანამშრომლებისთვის გამოყოფს

IPO-ს ფარგლებში SpaceX-ი აქციების 5%-ს თანამშრომლებისთვის გამოყოფს

BM.GE3 ივნისი, 2026, 05:00|bm.ge

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა პირველადი საჯარო შეთავაზების ფარგლებში აქციების 5% საკუთარი თანამშრომლებისთვის დაჯავშნა.

როგორც ირკვევა, პირდაპირი აქციების პროგრამის მონაწილეებს ხელმძღვანელები სპეციალური კრიტერიუმებით შეარჩევენ. საჯარო ვაჭრობა Nasdaq-ის ბირჟაზე 12 ივნისს დაიწყება.

რაც შეეხება მიზეზებს, მსგავს გადაწყვეტილებებს დიდი სტარტაპები რამდენიმე კონკრეტული მიზნით იღებენ. უპირველესად, ეს არის ერთგვარი საჩუქარი თანამშრომლებისთვის, რადგან ვიდრე სტარტაპი ბირჟაზე გავა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, აქციები გაცილებით იაფად შეიძინონ, IPO-ს შემდეგ კი პირდაპირ მიიღონ ფინანსური სარგებელი.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება არის ერთგვარი საზომი და გარანტი ინვესტორებისთვის - თუ თანამშრომლები ინვესტირებისაგან თავს იკავებენ, ესე იგი, თავად მათაც კი არ სჯერათ კომპანიის განვითარების. ხოლო, საპირისპირო შემთხვევაში, აღქმაც საპირისპიროა და მიანიშნებს ფირმის სიძლიერესა და პერსპექტიულობაზე.

ცნობისთვის, თანამშრომლებზე ორიენტირებული მსგავსი პირდაპირი პროგრამები წარსულში Airbnb-მ, Uber-მა და Rivian-მაც გამოიყენეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE