მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. იპოთეკური სესხების შერბილება „ეგზოტიკური განვადებების“ სანაცვლოდ - რას ითხოვენ დეველოპერები ეროვნული ბანკისგან?
იპოთეკური სესხების შერბილება „ეგზოტიკური განვადებების“ სანაცვლოდ - რას ითხოვენ დეველოპერები ეროვნული ბანკისგან?

იპოთეკური სესხების შერბილება „ეგზოტიკური განვადებების“ სანაცვლოდ - რას ითხოვენ დეველოპერები ეროვნული ბანკისგან?

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 14:12|bm.ge

უძრავი ქონების სექტორი ეროვნულ ბანკთან იპოთეკური სესხების რეგულაციების შემდგომ გამარტივებაზე მუშაობას განაგრძობს. „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, წესების შერბილება საბანკო სექტორში დამატებით ლიკვიდურობას გააჩენს, რაც დეველოპერული ბაზრის ჯანსაღ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა იპოთეკით დაფინანსებული გაყიდვების წილი მკვეთრად შეამცირა, რის გამოც დღეს აუცილებელია ფიზიკური პირების დაკრედიტების წახალისება.

„პანდემიამდე იმ კომპანიების მაგალითზე, სადაც მე ვმუშაობდი გეტყვით, რომ ბინების 50% იყიდებოდა იპოთეკური სესხებით, დღეს ეს მაჩვენებელი შემცირებულია 5%-მდე, იმიტომ რომ პანდემიის დროს მოხდა იპოთეკური სესხების გაცემაზე გარკვეული რეგულაციების და შეზღუდვების დაწესება. თუ მოხდება ამ რეგულაციების შერბილება, და შარშან უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, ეს ფიზიკური პირების დაფინანსების მხარეს გააჩენს დამატებით ლიკვიდურობას, რომელიც ბანკებს საშუალებას მისცემს, რომ ფიზიკური პირები დააფინანსონ და არა დეველოპერები. შემდეგ ეს თანხები, საბოლოო ჯამში, დეველოპერებთან დაილექება და გადაწყვეტს იმ პრობლემას, რაც დღეს სექტორს უდგას.

ჯობია საბანკო სექტორმა დააფინანსოს იპოთეკური სესხებით ბინების შესყიდვა, ვიდრე დეველოპერებმა ისეთი „ეგზოტიკური განვადებებით“, რასაც დღეს ბაზარზე ვხვდებით“, - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ირაკლი ბურდილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იპოთეკური სესხების პირობები 2025 წლის თებერვლიდან გამარტივდა. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის მინიმალური პირველადი შენატანი 15%-იდან 10%-მდე შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახეთში რთველი დაიწყო - რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული და რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები მოსავალს?

კახეთში რთველი დაიწყო - რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული და რა ფასად ჩააბარებენ მევენახეები მოსავალს?

BM.GE

ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს $5000-ს ჰპირდება, თუ რესპუბლიკელები არჩევნებს მოიგებენ

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

მესამე ფილიალის გახსნით მომხმარებელთა რიცხვი 40%-ით გაიზარდა | "წიწილა" გაფართოებაზე მუშაობს

BM.GE