
იქირავე ავტომობილი უსაფრთხოდ და მარტივად: როგორ ცვლის Trentro მოგზაურობის გამოცდილებას
ავტომობილის ქირაობა მოგზაურობის ის ნაწილია, რომელიც წინასწარ დაგეგმილ კომფორტს ზოგჯერ დამატებით საზრუნავად აქცევს. სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებების შედარება, რეალური ფასის გარკვევა, დეპოზიტის პირობების დაზუსტება და სასურველი ავტომობილის მოძიება მომხმარებლისგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
სწორედ ამ პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად Trentro - ავტომობილების გაქირავების აგრეგატორი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში სხვადასხვა შეთავაზების მოძიებისა და შედარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიის მიზანია, ავტომობილის დაქირავება უფრო მარტივი, გამჭვირვალე და კომფორტული გახადოს როგორც საქართველოში ჩამოსული მოგზაურებისთვის, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.
"ჩვენი მთავარი იდეა მარტივია: მომხმარებელმა არ უნდა დაკარგოს საათები სხვადასხვა კომპანიასთან კომუნიკაციასა და ფასების შედარებაში. Trentro შეიქმნა იმისთვის, რომ მთელი ეს პროცესი რამდენიმე კლიკამდე გამარტივდეს. ჩვენი ფილოსოფიაც ამაზე დგას: არ იქირაო უბრალოდ მანქანა. აირჩიე შენი ავტომობილი. ვქმნით პლატფორმას, რომელზეც მომხმარებელს აქვს რეალური არჩევანი, ხოლო ბიზნესს - განვითარების სტაბილური ციფრული არხი" - ამბობენ Trentro-ში.
Trentro.com-ზე ავტომობილის შერჩევისა და დაჯავშნის პროცესი მაქსიმალურად ინტუიციურია: მომხმარებელი უთითებს სასურველ ლოკაციას, თარიღებს, რამდენიმე წამში ეცნობა შეთავაზებების სრულ ჩამონათვალს და ონლაინ აგზავნის ჯავშნის მოთხოვნას. ამის შემდეგ, სულ რაღაც 15–20 წუთში, მას პლატფორმის წარმომადგენელი დეტალების დასაზუსტებლად უკავშირდება, ავტომობილის ჩაბარება კი ნებისმიერ მოსახერხებელ წერტილშია შესაძლებელი.
ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისა და საქმიანი ვიზიტორებისთვის Trentro-მ აეროპორტში დახვედრის სპეციალური სისტემა შექმნა. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოფრენილ სტუმარს რიგებში დგომა, ტრანსფერის ძებნა ან გაქირავების ოფისებში მისვლა აღარ უწევს - პლატფორმის წარმომადგენელი მას რეისის შესაბამისად, ადგილზე გამზადებული ავტომობილითა და დოკუმენტაციით ხვდება, რაც კომფორტულ მოგზაურობას აეროპორტიდან გამოსვლისთანავე უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ავტოგაქირავების ბაზარზე მომხმარებლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხშირად დეპოზიტთან დაკავშირებული გაურკვევლობაა. Trentro-ს მიდგომა ამ საკითხში მაქსიმალურად მოქნილია: პლატფორმაზე წარმოდგენილია როგორც სტანდარტული, ისე დეპოზიტის გარეშე ხელმისაწვდომი ავტომობილები.
Trentro.com-ზე ავტომობილის ქირაობის ფასი დღეში დაახლოებით 100 ლარიდან იწყება. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ავტომობილის კლასზე, გამოშვების წელზე, პერიოდსა და სეზონურობაზე. პლატფორმის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ დაჯავშნამდე მომხმარებელმა ზუსტად იცის ყველა ხარჯი, დაზღვევის პირობები და დამატებითი დეტალები, რაც ფარული გადასახადების რისკს სრულად გამორიცხავს.
"ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ტურისტს თუ ადგილობრივ მოგზაურს წინასწარ უნდა ჰქონდეს სრული სურათი, რა ჯდება სერვისი, როგორია სადაზღვევო პაკეტი და რა პირობებით იღებს ავტომობილს. ვთანამშრომლობთ სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან, რათა ხარისხის სტანდარტი მუდმივად დაცული იყოს", - ამბობენ კომპანიაში.
ვინაიდან Trentro.com 30-ზე მეტ ლოკაციას ფარავს, მისი ავტოპარკიც მრავალფეროვანია: დაწყებული ეკონომიური, ქალაქისთვის განკუთვნილი მოდელებით, დამთავრებული პრემიუმ კლასისა და მაღალი გამავლობის ყველგანმავლებით. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ავტომობილი ბიუჯეტის, მოგზაურობის მიზნისა და დაგეგმილი მარშრუტის მიხედვით შეარჩიონ.
საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას ავტომობილის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სვანეთში, უშგულსა თუ სხვა მთიან რეგიონებში გამგზავრების მსურველებმა წინასწარ უნდა გაითვალისწინონ გზის მდგომარეობა, მარშრუტის სირთულე და ავტომობილის ტექნიკური შესაძლებლობები. რთულ მონაკვეთებზე გადაადგილებამდე კი სასურველია, გაქირავების კომპანიასთან გადამოწმდეს, შეესაბამება თუ არა კონკრეტული ავტომობილი დაგეგმილ მარშრუტს.
ავტომობილის დასაქირავებლად მოთხოვნა მინიმალურია: მძღოლი უნდა იყოს სულ მცირე 21 წლის, ხოლო ავტომობილების ტექნიკურ გამართულობასა და სისუფთავეს პარტნიორებთან გაფორმებული მკაცრი ხარისხის სტანდარტი განსაზღვრავს:
ხარისხის უზრუნველსაყოფად Trentro.com-ზე გამჭვირვალე სარეიტინგო სისტემა მოქმედებს. ყოველი მოგზაურობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი როგორც ავტომობილის მდგომარეობას, ისე გამქირავებლის მომსახურებას აფასებს. რეალურ უკუკავშირზე დაფუძნებული ეს შეფასებები თითოეული პარტნიორის საჯარო რეიტინგს აყალიბებს, რაც ახალ მომხმარებელს რეალურ სურათს აჩვენებს, პლატფორმაზე კი ჯანსაღ შიდა კონკურენციას ასტიმულირებს. სისტემა ამ მაჩვენებლებს მკაცრად აკონტროლებს - გამქირავებელი, რომლის ჯამური რეიტინგი 3 ქულაზე დაბალია, Trentro-ზე დისკვალიფიკაციას იღებს.
"ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ დეკლარაცია არ არის. ეს მექანიზმი სწორედ იმისთვის შევქმენით, რომ მომხმარებელს ყოველთვის გარანტირებულად სანდო სერვისი დახვდეს", - აღნიშნავენ კომპანიაში.
Trentro-ს სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებაა. კომპანიის ვებსაიტზე ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი უკვე ჩაშენებულია და მუშაობს, სამომავლოდ კი მისი კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.
ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი, კომპანია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოებასაც ისახავს მიზნად.
მოგზაურობისას ყველაზე მნიშვნელოვანი უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავისუფალი გზაა. Trentro-ს მთავარი ღირებულებაც ესაა: პლატფორმა ფარული ხარჯების, დეპოზიტის ბუნდოვანი წესებისა და აეროპორტის რიგების სტრესს აქრობს, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილის დაქირავების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge