მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა
ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა

ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა

BM.GE17 ივლისი, 2026, 14:19|bm.ge

ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა.

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, ამჟამად დირექტორის მოვალეობას ლევან დარსალია ასრულებს.

BMG-სთვის უცნობია, ირაკლი ბურჭულაძემ თავისი ნებით დატოვა თანამდებობა თუ გაათავისუფლეს. შესაბამისი კითხვებით მასაც და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, MTA-ს მივმართეთ, მაგრამ ჯერჯერობით, არ გვიპასუხეს.

ცნობისთვის: ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორად 2022 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე საპენსიო სააგენტოში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ. კერძო სექტორი ჯერ კიდევ 2025 წელს აცხადებდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბურჭულაძე ისევ საპენსიო ფონდში გააგრძელებდა საქმიანობას, ამჟამად - დირექტორის თანამდებობაზე, თუმცა მაშინ აღნიშნული თავად ირაკლი ბურჭულაძემ BMG-სთან არ დაადასტურა.

შეგახსენებთ: ირაკლი ბურჭულაძის ხელმძღვანელობით მთის ტრასების სააგენტოს საქმიანობა ხშირად იყო მთის ბიზნესის კრიტიკის საგანი.

მივმართავ მარიამ ქვრივიშვილს-არ მუშაობს მთის ტრასების სააგენტო და დასაკეტია|მირანდა ესაკიას არგუმენტები

მთის ტრასების სააგენტოში დასაქმებულებს საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა - მირანდა ესაკია

აღსანიშნავია ისიც, რომ მთის ტრასების სააგენტოს არც წელს გამოუქვეყნებია 2026 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე გაყიდული აბონემენტების დეტალური სტატისტიკა. მიმდინარე წლის 18 აპრილიდან კი, გუდაურში ზაფხულის სეზონის გახსნა დააანონსეს, რაც მხოლოდ საბაგიროების ჩართვას ნიშნავს - ტურისტების მოსაზიდად დაგეგმილი ატრაქციების კალენდარი MTA-ში ჯერ არ აქვთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს

BM.GE

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

BM.GE

"ბურთი აშშ-ის მოედანზეა" - როგორ ხედავს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას?

"ბურთი აშშ-ის მოედანზეა" - როგორ ხედავს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას?

BM.GE