მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირაკლი კობახიძემ და კორტნი ოსტრიანმა უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს | აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ და კორტნი ოსტრიანმა უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს | აშშ-ის საელჩო

ირაკლი კობახიძემ და კორტნი ოსტრიანმა უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს | აშშ-ის საელჩო

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 17:00|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ავრცელებს.

"აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს", - წერს საელჩო.

ოსტრიანთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 29 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზარდ არის, ურთიერთობები "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს.

"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

BM.GE

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

BM.GE

III კვარტალში ტურისტების ხარჯები ერთ ვიზიტზე 2 194 ლარამდე შემცირდა | საქსტატი

III კვარტალში ტურისტების ხარჯები ერთ ვიზიტზე 2 194 ლარამდე შემცირდა | საქსტატი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE