მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?
9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 17:26|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში სულ 8 632 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომელთა საერთო ფართობმა 8 654 772 კვადრატული მეტრი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა მცირედით - 0.4%-ით (35 ერთეულით) გაიზარდა, დასაპროექტებელი საერთო ფართობი კი 2%-ით (171.4 ათასი კვადრატული მეტრით) აღემატება გასული წლის 9 თვის ნიშნულს.

ნებართვებში მთავარ მიმართულებად კვლავ საცხოვრებელი უძრავი ქონება რჩება, რომლის წილიც მთლიან სამშენებლო ფართობში კიდევ უფრო გაიზარდა:

თუ 2025 წლის 9 თვეში საცხოვრებელ შენობებზე გაცემული ფართობი 6.51 მილიონ კვ.მ-ს შეადგენდა (ბაზრის 76.8%), 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 6.85 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია, რაც გაცემულ ნებართვებში მთლიანი ფართობის 79.2%-ს შეადგენს.

წლიურ ჭრილში საცხოვრებელ სეგმენტში ნებართვების რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა (6 039-დან 6 259-მდე), ხოლო ფართობი - 5.25%-ით.

ნებართვების რეგიონული განაწილება

ქვეყანაში ნებადართული მთლიანი სამშენებლო ფართობის (8.65 მლნ კვ.მ) 56% დედაქალაქზე მოდის, ხოლო 19.2% - აჭარაზე. ჯამურად, სამშენებლო აქტივობის 3/4 ამ ორ ურბანულ ცენტრშია კონცენტრირებული.

დანარჩენ რეგიონებში სამშენებლო ნებართვების განაწილება ასე გამოიყურება:

რეგიონი გაცემული ნებართვები 2025 გაცემული ნებართვები 2026 ცვლილება საერთო ფართობი (კვ.მ.) 2025 საერთო ფართობი (კვ.მ.) 2026 ცვლილება ქ. თბილისი 3 891 4 150 +6.7% 4 553 989 4 842 958 +6.3% აჭარის არ 578 676 +17.0% 1 445 996 1 659 634 +14.8% ქვემო ქართლი 930 765 -17.7% 885 247 719 946 -18.7% მცხეთა-მთიანეთი 554 530 -4.3% 166 057 338 913 +104.1% იმერეთი 505 375 -25.7% 638 198 312 918 -51.0% კახეთი 843 704 -16.5% 218 642 213 590 -2.3% შიდა ქართლი 441 407 -7.7% 173 169 179 955 +3.9% სამცხე-ჯავახეთი 312 349 +11.9% 183 876 142 266 -22.6% სამეგრელო-ზემო სვანეთი 395 435 +10.1% 139 077 135 286 -2.7% გურია 116 178 +53.4% 74 382 83 842 +12.7% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 32 63 +96.9% 4 775 25 464 +433.3% საქართველო სულ 8 597 8 632 +0.4% 8 483 408 8 654 772 +2.0%

ნებართვების დარგობრივი განაწილება

საცხოვრებელ უძრავ ქონებაში გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, სასტუმროების სექტორში ნებართვების ზრდა და ფართობის კლება დაფიქსირდა.

2026 წლის 9 თვეში სასტუმროებზე 148 ნებართვა გაიცა ჯამური 298 660 კვ.მ ფართობით, 2025 წლის 9 თვეში კი 133 ნებართვაზე 519 348 კვ.მ ფართობი მოდიოდა. შესაბამისად, ნებართვების რაოდენობა 11.3%-ით გაიზარდა, ხოლო დასაპროექტებელი ფართობის მოცულობა 42.5%-ით შემცირდა.

კლება შეეხო სავაჭრო და სამრეწველო-სასაწყობო ობიექტებსაც. სამრეწველო და სასაწყობო შენობებზე გაცემული ნებართვების რიცხვი 649-დან 596-მდე, ხოლო ფართობი 647 046-დან 593 291 კვ.მ-მდე შემცირდა (-8.3%).

სავაჭრო ობიექტების შემთხვევაში ნებართვების რაოდენობამ 536-დან 458-მდე იკლო, საერთო ფართობმა კი 362 944-დან 326 448 კვ.მ-მდე გადაინაცვლა (-10.1%).

სასწავლო დაწესებულებების მიმართულებით, ნებართვების რაოდენობის მატების მიუხედავად (39-დან 44-მდე), ფართობი 80 275-დან 60 774 კვ.მ-მდე შემცირდა (-24.3%).

ამავე პერიოდში მკვეთრი მატება აღირიცხა სპორტულ ნაგებობებსა და ავტოსადგომებზე.

სპორტული ობიექტებისა და მოედნების ნებართვების რაოდენობა 28-დან 58-მდე გაიზარდა, ფართობი კი 39 155-დან 139 498 კვადრატულ მეტრამდე (+256.3%).

ავტოსადგომებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 61-დან 45-მდე შემცირდა, თუმცა მათი საერთო ფართობი 8 180-დან 46 109 კვ.მ-მდე გაიზარდა, რაც უმეტესად თბილისზე მოდის - დედაქალაქში ავტოსადგომების ფართობმა 3 723-დან 43 291 კვ.მ-ს მიაღწია.

ზრდა დაფიქსირდა ადმინისტრაციულ შენობებშიც: გაცემულია 88 ნებართვა 78 868 კვ.მ-ზე (2025 წელს - 91 ნებართვა და 66 477 კვ.მ), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე გაცემული ფართობი 72 199-დან 73 843 კვ.მ-მდე გაიზარდა (115 ნებართვა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს

ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს

BM.GE

BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება - “ვიქტორია98”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა

BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება - “ვიქტორია98”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა

BM.GE

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

BM.GE