მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობას ასახელებს
ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობას ასახელებს

ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობას ასახელებს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 20:07|bm.ge

ირანმა განაცხადა, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტე შვიდი დღის ვადაში გახსნას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ზეწოლას შეამცირებს და ირანულ პორტებს ბლოკადას მოუხსნის.

CNBC-ის მიერ ირანის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გავრცელებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ თეირანმა სრუტეში ნაოსნობის აღდგენის კონკრეტული პირობები უკვე ჩამოაყალიბა და ის ამერიკულ მხარეს წარუდგინა, რომელიც საკითხის განხილვას უკვე შეუდგა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დიპლომატიური ძვრების პარალელურად, თეთრი სახლი თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას განაგრძობს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანული ავიაკომპანიების სრულ ბლოკადას გეგმავს. მისი განმარტებით, ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ირანულ საჰაერო ხომალდებს საწვავს, მომსახურებას ან ბილეთების რეალიზაციის სერვისს მიაწვდის, დოლარის გლობალური ფინანსური სისტემიდან გაითიშება.

მიუხედავად ეკონომიკური ზეწოლისა, გაეროს სამიტიდან გავრცელებულმა ცნობებმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიპლომატიური დიალოგის განახლების იმედები გააჩინა, რამაც ნავთობის ფასების შემცირება გამოიწვია. ამჟამინდელი მდგომარეობით, ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის 16%-ით არის გაუფასურებული, ხოლო Brent-ის გაიაფების მაჩვენებელი 11%-ს აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE