მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის მიერ გაჟღერებული ლიკვიდაციის მუქარის ფონზე სკოტ ბესენტი დროებით სამხედრო ბაზაზე დასახლდა
ირანის მიერ გაჟღერებული ლიკვიდაციის მუქარის ფონზე სკოტ ბესენტი დროებით სამხედრო ბაზაზე დასახლდა

ირანის მიერ გაჟღერებული ლიკვიდაციის მუქარის ფონზე სკოტ ბესენტი დროებით სამხედრო ბაზაზე დასახლდა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 19:33|bm.ge

ოფიციალური თეირანის მუქარის ფონზე, აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი საცხოვრებელი რეზიდენციიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბოლო კვირებში დაადგინეს, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ირანის მხრიდან მომზადებული შეთქმულებები სახიფათო ფაზაში შევიდა. როგორც ირკვევა, ეს დასკვნა ნაწილობრივ სწორედ ხაზინის მდივნის წინააღმდეგ არსებულ სადაზვერვო ცნობებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, ბესენტი თეირანის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ კამპანიას გასული წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს და ირანისთვის დაწესებულ სანქციებსა თუ სავაჭრო შეზღუდვებს ამკაცრებს. ამ ნაბიჯების მთავარი მიზანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაფინანსების შეჩერება და ახალი სამხედრო ოპერაციების თავიდან არიდებაა.

ხაზინის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბესენტის შეჩერებას ირანის რეჟიმის მუქარა ვერ შეძლებს და მინისტრი ეკონომიკური წნეხის პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. ამერიკული მხარის შეფასებით, დაწესებულმა სანქციებმა ირანის ეკონომიკა და ეროვნული ვალუტა საგრძნობლად შეასუსტა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის რეზიდენციიდან სამხედრო ბაზაზე ან სპეციალურად დაცულ ობიექტზე ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი გადავიდა. გასულ წელს უსაფრთხოების ანალოგიური ზომები სულ მცირე ექვსმა ოფიციალურმა პირმა, მათ შორის თეთრი სახლის აპარატის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სტივენ მილერმა მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პირველად პროექტთან შედარებით, 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾73 მლნ ლარით იზრდება

პირველად პროექტთან შედარებით, 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾73 მლნ ლარით იზრდება

BM.GE

ღიმილზე ზრუნვის 25 წლიანი გამოცდილება - თიბისი ლიზინგი პი ეს დენტალის პარტნიორია

ღიმილზე ზრუნვის 25 წლიანი გამოცდილება - თიბისი ლიზინგი პი ეს დენტალის პარტნიორია

BM.GE

გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების დღგ-ისგან გათავისუფლების ვადა 2033 წლამდე გახანგრძლივდა

გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების დღგ-ისგან გათავისუფლების ვადა 2033 წლამდე გახანგრძლივდა

BM.GE

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ფასის პროგნოზი $97.44-მდე გაზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ფასის პროგნოზი $97.44-მდე გაზარდა

BM.GE