მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პირველად პროექტთან შედარებით, 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾73 მლნ ლარით იზრდება
პირველად პროექტთან შედარებით, 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾73 მლნ ლარით იზრდება

პირველად პროექტთან შედარებით, 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾73 მლნ ლარით იზრდება

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 19:40|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 298,9 მლნ ლარით 3 მილიარდ 001 მილიონ ლარამდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით უწყება დაფინანსება გაზრდილი 73,1 მლნ ლარით.

სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:

• სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 2 099,2 მლნ ლარი, რაც პროექტის პირველად ვერსიას 16,3 მლნ ლარით აღემატება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა. გარდა ამისა, მომდევნო წლის სექტემბრიდან გათვალისწინებულია სადამრიგებლო დანამატის გაორმაგება; • პროფესიული განათლება - 263 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 15 მლნ ლარით); • უმაღლესი განათლება - 266,7 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 19 მლნ ლარით). პროგრამის ფარგლებში 105 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 97,3 მლნ ლარი; • ინკლუზიური განათლება - 138,4 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია შესაბამისი უნარების მქონე მასწავლებლების რაოდენობის და მათი ხელფასების ზრდა (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 11 მლნ ლარით); • ახალგაზრდობის მხარდაჭერა - 26,5 მლნ ლარი (პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 4 მლნ ლარით).

"განათლების სამინისტროს მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა 73 მილიონ ლარს შეადგენს და ჯამში 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში ზრდა 16 მილიონი ლარია. ამ თანხის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 9 მილიონი ლარი ე.წ. სადამრიგებლო დანამატის გაზრდას მოხმარდება. კერძოდ, სექტემბრიდან დაგეგმილია დანამატის გაორმაგება და 100 ლარის ნაცვლად მისი მოცულობა 200 ლარი გახდება.

პროფესიულ განათლებაში სტუდენტების რაოდენობისა და სასწავლო მოდულების ზრდიდან გამომდინარე, 15 მილიონი ლარი ემატება. უმაღლეს განათლებაში დამატებულია 9 მილიონი ლარი. უფასო სწავლების ნაწილში თანხა განათლების სამინისტროს იმ პროგნოზის მიხედვითაა დათვლილი, თუ რამდენი ახალი სტუდენტი ეყოლებათ მომდევნო წელს. ინკლუზიურ განათლებაში გათვალისწინებულია 11 მილიონი ლარის დამატება, რაც ძირითადად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ასისტენტების რაოდენობის ზრდასა და მათი ხელფასების მატებას მოხმარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთ-აშშ-ის და სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი?

როგორი შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთ-აშშ-ის და სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი?

BM.GE

ირანის მიერ გაჟღერებული ლიკვიდაციის მუქარის ფონზე სკოტ ბესენტი დროებით სამხედრო ბაზაზე დასახლდა

ირანის მიერ გაჟღერებული ლიკვიდაციის მუქარის ფონზე სკოტ ბესენტი დროებით სამხედრო ბაზაზე დასახლდა

BM.GE

ღიმილზე ზრუნვის 25 წლიანი გამოცდილება - თიბისი ლიზინგი პი ეს დენტალის პარტნიორია

ღიმილზე ზრუნვის 25 წლიანი გამოცდილება - თიბისი ლიზინგი პი ეს დენტალის პარტნიორია

BM.GE

გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების დღგ-ისგან გათავისუფლების ვადა 2033 წლამდე გახანგრძლივდა

გარკვეული კატეგორიის უძრავი ქონების დღგ-ისგან გათავისუფლების ვადა 2033 წლამდე გახანგრძლივდა

BM.GE