მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომი მსოფლიო ნავთობის რეზერვებს რეკორდული ტემპით ამცირებს - Bloomberg
ირანის ომი მსოფლიო ნავთობის რეზერვებს რეკორდული ტემპით ამცირებს - Bloomberg

ირანის ომი მსოფლიო ნავთობის რეზერვებს რეკორდული ტემპით ამცირებს - Bloomberg

BM.GE12 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანის ომმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ გლობალური ნავთობის მარაგების რეკორდული ტემპით შემცირება გამოიწვია.

Morgan Stanley-ის მონაცემებით, 1 მარტიდან 25 აპრილამდე პერიოდში მსოფლიო ნავთობის რეზერვები დღეში საშუალოდ 4.8 მილიონი ბარელით მცირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფიქსირებულ ყველა ისტორიულ ნიშნულს აჭარბებს.

არსებული ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის პარალიზებამ ბაზარი მიწოდების შოკისგან დამცავი „ამორტიზატორის“ გარეშე დატოვა. როგორც გამოცემა წერს, მარაგების სწრაფი ამოწურვა ფასების ექსტრემალური ზრდისა და გლობალური დეფიციტის რისკს ზრდის.

Bloomberg-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საწვავის იმპორტზე დამოკიდებული აზიური ქვეყნები კრიტიკული დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან. ტრეიდერების შეფასებით, პაკისტანში, ინდონეზიაში, ვიეტნამსა და ფილიპინებში მარაგები შესაძლოა ერთ თვეში ამოიწუროს. Kayrros-ის მონაცემებით, იაპონიასა და ინდოეთში ნავთობის რეზერვებმა ბოლო ათი წლის მინიმუმს მიაღწია. პარალელურად, ევროპაში საავიაციო საწვავის დონე საზაფხულო სეზონის წინ მკვეთრად დაეცა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპულ ბაზარზე ივნისისთვის მარაგების კრიტიკული ნიშნული დაფიქსირდება.

რაც შეეხება აშშ-ის მდგომარეობას, ქვეყნის შიდა რეზერვები ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე დაბლა დაეცა. ქვეყნის სტრატეგიული ნავთობის რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს უახლოვდება.

Chevron-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარაგების კლება მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ გაგრძელდება. JPMorgan-ის პროგნოზით კი, თუ ჰორმუზის სრუტე ივნისის დასაწყისისთვის არ გაიხსნება, მსოფლიო ეკონომიკა მაკროეკონომიკურ შოკს დაეჯახება. სექტემბრისთვის შესაძლოა რეზერვებმა „ოპერაციულ მინიმუმს“ მიაღწიოს, რაც ნავთობსადენებისა და ტერმინალების მუშაობას საფრთხეს შეუქმნის.

Plains All American Pipeline-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ომის დასრულების შემდეგ სახელმწიფოები მარაგების შევსებას დაჩქარებული ტემპით დაიწყებენ. რეზერვების აღდგენის პროცესი კი ბაზარზე მოთხოვნის დამატებით ზრდას გამოიწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE