მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანის ომის ფონზე Ryanair-ის მოგება 34%-ით შემცირდა
ირანის ომის ფონზე Ryanair-ის მოგება 34%-ით შემცირდა

ირანის ომის ფონზე Ryanair-ის მოგება 34%-ით შემცირდა

BM.GE20 ივლისი, 2026, 20:08|bm.ge

ევროპული საავიაციო ინდუსტრიის გიგანტმა, Ryanair-მა პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით შემცირდა და €538 მილიონი ($615.3 მლნ.) შეადგინა. როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ €820 მილიონი მიიღო, ამჯერად ფინანსურმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამის მთავარი მიზეზი იყო მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის შუალედში ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამწვავება გახდა, რის ფონზეც მომხმარებლების დიდმა ნაწილმა ჯავშნები ან გააუქმა ან გადაავადა. მოთხოვნის სტიმულირებისთვის, ავიაკომპანიას ბილეთების ფასის 6%-ით შემცირება მოუწია, რამაც უარყოფითად იმოქმედა შემოსავლებზე. ამასთან, გაორმაგდა იმ საავიაციო საწვავის ფასიც, რომელიც კომპანიის დაუზღვეველი მარაგების 20%-ს შეადგენს. საბოლოოდ, ბოლო 3 თვეში კომპანიას საოპერაციო ხარჯების 11%-ით, €3.81 მილიარდამდე გაზრდა მოუწია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მეორე კვარტალში ბილეთების ფასების კლების ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევრის შესახებ პროგნოზის გაჟღერება ჯერ ისევ ნაადრევია.

საყურადღებოა, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ევროპული სავაჭრო სესიის გახსნისთანავე, Ryanair-ის აქციების ფასი 5.6%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $60.41-ად იყიდება, ავიაკომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $25.7 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • ირაკლი კირცხალია: ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა არ დავუშვათ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს ომის პოლიგონიიმედი
  • აშშ ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას გამორიცხავსფორმულა
  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
ომის →

მსგავსი სტატიები

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

Uber-მა თანამშრომელთა 10%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

4 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE